ჟან ბლანკოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჟან-დეზირე ბლანკოფი (ფრანგ. Jean-Désiré Blankoff) (დ. 21 მაისი, 1931, ბრედენი, ბელგია) — ბელგიელი ფილოლოგი და ხელოვნებათმცოდნე, სლავისტი, დოქტორი (1970), ევროპის ხელოვნებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი (1986).

დაიბადა რუსი ემიგრანტის ოჯახში. სწავლობდა ბრიუსელის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. ბელგიაში დაბრუნების შემდეგ ბრიუსელის უნივერსიტეტში ასწავლიდა რუსულს, ეწეოდა აქტიურ სამეცნიერო მუშაობას რუსეთის ძველი კულტურის, ბიზანტიური ხელოვნების დარგში. დაინტერესებული იყო ქართული ხელოვნებითაც; გამოქვეყნებული აქვს წერილები დავით კაკაბაძეზე, ლადო გუდიაშვილზე, გიორგი და ირაკლი ოჩიაურებზე. თავის მეუღლესთან გოლდი ბლანკოფ-სკართან ერთად დააარსა ფრანგულენოვანი ასოციაცია „ბელგია–საქართველო“ და მისი საინფორმაციო ბიულეტენი, რომელშიც გამოქვეყნდა ცნობები საქართველოს თანამედროვეობისა და კულტურის შესახებ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]