ირაკლი ოჩიაური

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ირაკლი ოჩიაური
Irakli ochiauri.jpg
ირაკლი ოჩიაური სახლში
დაიბადა: 20 ნოემბერი, 1924
სოფ. შუაფხო, დუშეთის მუნიციპალიტეტი, საქართველო
ეროვნება: ქართველი
სფერო: მოქანდაკე, მხატვარი

ირაკლი ალექსის ძე ოჩიაური (დ. 20 ნოემბერი, 1924, შუაფხო, დუშეთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი მოქანდაკე, საქართველოს სახალხო მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მშობლები: დედა– ნათელა ბალიაური, მამა – ალექსი ოჩიაური. მეუღლე – ირინე ჯანდიერი (1932). შვილები – ლელა ოჩიაური (1957), ბუბა (1962), ნათელა (1967).

ირაკლი ოჩიაურმა დიდი მოქანდაკის, იაკობ ნიკოლაძის რჩევით 1951 წელს დაამთვარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი. მისი პედაგოგები იყვნენ: სილოვან კაკაბაძე, იაკობ ნიკოლაძე, ვასილ შუხაევი, სერგო ქობულაძე. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო “ვაჟა-ფშაველა” (ხელმძღვანელი იაკობ ნიკოლაძე).

გამოფენებში მონაწილეობს 1953 წლიდან, ამავე წლიდან არის მხატვართა კავშირის წევრი.

ირაკლი ოჩიაურმა საფუძველი ჩაუყარა ძველი ქართული ეროვნული ხელოვნების, კერძოდ კი ჭედურობის აღორძინებას. მუშაობს სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა დარგში: ფერწერასა და გრაფიკაში, პორტრეტსა და ქანდაკებაში, მონუმენტურ დეკორატიულ ხელოვნებაში, დაზგურ გრაფიკასა და ლითონმქანდაკებლობაში. 1954 წლიდან დღემდე მხცოვანი პროფესორი ისევ ახალგაზრდული ენერგიითა და შემართებით მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მიღებული აქვს მრავალი პრიზი.

ძირითადი ნამუშევრები[რედაქტირება]

  • ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი (1959 წ. სტეფანწმინდა);
  • ვაჟა-ფშაველას ძეგლი (1985 წ. დუშეთი);
  • “ვაჟა-ფშაველას პორტრეტი” (მოსკოვი, ტრეტიაკოვის გალერეა);
  • “სტუდენტი გოგონას პორტრეტი” (სახვითი ხელოვნების მუზეუმი);
  • “ინჟინერ ირინე ჯანდიერის პორტრეტი” (საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

გამოფენები[რედაქტირება]

  • მონრეალის მსოფლიო (1969).
  • ოსაკის (იაპონია, 1972)
  • ვენეციის ბიენალე

პერსონალური:

  • დასავლეთ ბერლინი
  • ავსტრია
  • ბელგია
  • ნიდერლანდები
  • ნორვეგია
  • სირია

ირაკლი ოჩიაურის ნამუშევრები დაცულია[რედაქტირება]

  • საქართველოს ხელოვნების მუზეუმი
  • ტრეტიაკოვის გალერეა
  • სიეტლის ხელოვნების მუზეუმი

ასევე იაპონიის, აშშ–ს და სხვა მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში.

პრემიები[რედაქტირება]

  • სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]