პროქსიმა კენტავრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პროქსიმა კენტავრი (ცენტრში) ტელესკოპ 2MASS-დან
მზის, კენტავრის ალფას, ალფა კენტავრის ბეტას და პროქსიმა კენტავრის შედარებითი ზომები (მარცხნიდან მარჯვნივ)

პროქსიმა (ლათ. proxima — „უახლოესი“) — კენტავრის ალფას ვარსკვლავური სისტემის წევრი წითელი ჯუჯა, მზის შემდეგ დედამიწასთან ყველაზე ახლო ვარსკვლავი.

2002 წელს ოპტიკური ინტერფერომეტრიის მეთოდის გამოყენებით გამოთვლილ იქნა პროქსიმას კუთხური დიამეტრი — 1,02±0,08 მილიწამი. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავის ფაქტობრივი დიამეტრი მზის დიამეტრის მეშვიდედია და მხოლოდ 1,5-ჯერ აღემატება იუპიტერისას. პროქსიმას მასა ასევე 7-ჯერ ნკლებია მზისაზე და 150-ჯერ აღემატება იუპიტერისას.

მახასიათებლები[რედაქტირება]

მიუხედავად დედამიწიდან მცირე მანძილისა, პროქსიმას ხილული ვარსკვლავური სიდიდე არის 11m. ეს იმით აიხსნება, რომ პროქსიმა არის წითელი ჯუჯა ვარსკვლავი, რომელიც ასხივებს მცირე ენერგიას. ამიტომაც მისი დანხვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. დაკვირვების სირთულის გამო, ის მხოლოდ 1915 წელს იქნა აღმოჩენილი რობერტ ინესის მიერ, რომელიც იმ პერიოდისათვის იოჰანესბურგის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ობსერვტორიის დირექტორი იყო. პირველად პროქსიმას პარალაქსი 1917 წელს გაიზომა. მანამდე კი მზესთან უახლოეს ვარსკვლვდ ითვლებოდა კენტავრის ალფა.

ისევე, როგორც ბევრი სხვა წითელი ჯუჯა, პროქსიმაც წარმოადგენს ცვალებად ვარსკვლავს. ის დაახლოებით 0,21 სინათლის წლითაა დაშორებული კენტავრის ალფა სისტემის დანარჩენი ორი ვარსკვლავისგან და მიიჩნევა, რომ ის ამ სისტემის გარშემოვლას ანდომებს 500 000 წელიწადზე მეტს. თუმცაღა ის, რომ პროქსიმა მართლაც განეკუთვნება კენტავრის ალფა სისტემას, ეს ბოლომდე დადასტურებული არაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: