პორტალი:ცხოველები/შესავალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცხოველები, ცხოველური ორგანიზმები, ცოცხალ არსებათა ერთ-ერთი ძირითადი სამეფო (მეორე სამეფო მცენარეებია). ცხოველები ჰეტეროტროფული ორგანიზმებია. უმარტივესების ზოგი სახეობა (ევგლენა) იკვებება როგორც ჰეტეროტროფულად, ისე ავტოტროფულად. თანამედროვე ეპოქაში ცხოვრობს 1,5-იდან 2 მლნ-მდე სახეობის ცხოველი (მეცნიერთა ვარაუდით ეს რიცხვი შეიძლება 10 მილიონს აღწევდეს), მ. შ. 1 მლნ-ზე მეტი ფეხსახსხრიანებია. სხვადასხვა სისტემატიკოსი ცხოველებს განსხვავებული რაოდენობის ტიპებად ყოფს. უფრო მეტად მიღებულია შემდეგი ტიპები: უმარტივესები (ზოგი ამ ტიპს 5 ტიპად ყოფს), ღრუბელები, ნაწლავღრუიანები, ბრტყელი ჭიები, ნემერტინები, მრგვალი ჭიები, თავეკლიანი ჭიები, რგოლოვანი ჭიები, ფეხსახსრიანები, ხავსელები, მხარფეხიანები, რბილტანიანები, კანეკლიანები, პოგონოფორები, ჯაგარყბიანები, ნახევრადქორდიანები და ქორდიანები. (სრულად...)