პორტალი:ფეხბურთი/რჩეული სტატია/3

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მილანი (იტალ. A.C. Milan) — პროფესიონალური იტალიური საფეხბურთო კლუბი ლომბარდიის ქალაქ მილანიდან. ჰერბერტ კილპინმა და ალფრედ ედვარდსმა კლუბი 1899 წელს „დააარსეს“. მილანს თავისი ისტორია ძირითადად სერია A-ში აქვს გატარებული, იტალიის პირველ დივიზიონში. კლუბმა სერია B-ში მხოლოდ 2 სეზონი ითამაშა (1980-იან წლებში).

„მილანს“ მოგებული აქვს ფიფა-ს და უეფა-ს ოფიციალური 18 ტიტული და დღემდე პირველ ადგილს იყოფს არგენტინულ „ბოკა ხუნიორსთან“. კლუბი 4 საერთაშორისო ტიტულის მფლობელია, რაც მსოფლიო რეკორდია. მათში შედის 3 საკონტინენტთაშორისო თასი და 1 ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი. „მილანმა“ 7-ჯერ აიღო უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასი - მასზე მეტჯერ (9-ჯერ) ეს ტიტული მხოლოდ „რეალს“ აქვს მოგებული. უეფას სუპერ თასი კლუბმა 5-ჯერ მოიპოვა, რაც ასევე რეკორდია. თასის მფლობელთა თასი კი 2-ჯერ აიღო.

„მილანმა“ სერია A 17-ჯერ დაასრულა პირველ ადგილზე და სკუდეტოს მფლობელი გახდა, რაც მე-3 შედეგია, მას მხოლოდ „ინტერი“ (18) და „იუვენტუსი“ (27) უსწრებენ. კლუბს 5-ჯერ აქვს მოგებული იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი. უეფა-ს ევროპის ლიგა ერთადერთი მსხვილი შეჯიბრებაა, რომელიც კლუბს არ მოუგია. ამ ტურნირს ნახევარფინალებიდან გუნდი 2-ჯერ გამოეთიშა , 1972 და 2002 წლებში. (…სრულად)