პორტალი:სამეგრელო/იცოდი რომ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • სამეგრელოში აღრიცხულია 2441 დიდი და მცირე მდინარე, რომელთა საერთო სირგძე 5191 კმ–ს შეადგენს.
  • ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუცირებულია 94 სახეობის მერქნიანი მცენარე, რომელნიც მიეკუთვნებიან 45 ოჯახსა და 57 გვარს. ხეები წარმოდგენილია 74 სახეობით, ბუჩქები –17, ხვიარები – 3.
  • რუხი
    დასავლეთ საქართველოს ერთი უძველესი ქალაქი,რომელიც მდინარე ენგურის ნაპირზე იყო გაშენებული.
  • ლუგელას - სამკურნალო ჩვენებებია ტუბერკულოზი, ლულოვანი ძვლების მოტეხილობა, რაქიტი, ალეგიული დაავადებები, სისხლის შედედების დაქვეითება და სხვა. ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის მიერ დამუშავებულია "ლუგელას" მინერალური წყლისაგან კბილის პასტის მიღების ტექნოლოგია. იგი დიდი წარმატებით გამოიყენება აგრეთვე მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში. წყლისაგან მიღებული მაღალი კონცენტრაციის ხსნარი, როგორც სიცივის გადამტანი აგენტი, წარმატებით გამოიყენება სამაცივრო დანადგარებში.
  • წიფურია - შუა საუკუნეების სავაჭრო-ისტორიული პუნქტი კათოლიკე მისიონერთა საქმიანობის ცენტრიც იყო. გარკვეულ პერიოდში აქ მოღვაწეობდნენ არქანჯელო ლამბერტი, ჯუზეპე ჯუდიჩე, კრისტოფორო დე კასტელი და სხვა.
  • ლევან II დადიანმა ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვარის მონასტერი და მისი რესტავრირებისათვის საჭირო თანხებიც გაიღო, მანვე რუსთაველის უკვდავი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც ამჟამად პოემის ძველეს თარიღიან ხელნაწერს წარმოადგენს, მამუკა თავაქალაშვილსვე გადააწერინა მან "უთრუთიან–საამიანი". ლევანის მეცენატობით არაერთი სხვა კულტურული ღონისძიება გატარდა.