პორტალი:გერმანია/ სტატია 56

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუსტავ ფრაიტაგის პორტრეტი შესრულებული კარლ შტაუფერ-ბერნის მიერ 1886–1887 წწ.
გუსტავ ფრაიტაგის პორტრეტი შესრულებული კარლ შტაუფერ-ბერნის მიერ 1886–1887 წწ.

გუსტავ ფრაიტაგი (დ. 13 ივლისი, 1816. კროიცბურგი, დღევანდელი კლუჩბორკი, ზემო სილეზია, პოლონეთი — გ. 30 აპრილი, ვისბადენი, გერმანია) იყო გერმანელი მწერალი, დრამატურგი და დრამის თეორეტიკოსი.

გუსტავ ფრაიტაგის მამა პროფესიით ექიმი იყო. იგი მოგვიანებით ბიურგერმაისტერად აირჩიეს. მომავალი მწერლისა და დრამის თეორეტიკოსის მამის წარმატებულობამ და ხელსაყრელმა ოჯახურმა მდგომარებამ შესაძლებელი გახადა ის, რომ გუსტავ ფრაიტაგს თავიდანვე კარგი განათლება მიეღო, იგი ჯერ ელზის (– დღევანდელი ოლეშნიცა) გიმნაზიაში დადიოდა, ხოლო შემდეგ კი 1835 წლამდე ფილოსოფიას სწავლობდა მაშინდელ ბრესლაუში ( დღეს ვროცლავი), სადაც იგი სტუდენტური გაერთიანებების, იმ დროს კორპუსებად წოდებული ბორუსიისა და ბერლინის ერთობების წევრი გახდა.

1839-დან 1847 წლამდე გუსტავ ფრაიტაგი პრივატ-დოცენტად მუშაობდა ბრესლაუს უნივერსიტეტში. სწორედ ამ დროს შექმნა მან თავისი პიესები. შემდეგ იგი ლაიფციგში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო უფრო მოგვიანებით კი დრეზდენში, სადაც მჭიდრო კავშირ-ურთიერთობა ჰქონდა იქაურ ლიტერატორებთან.

1848 წელს ლაიფციგში მან იულიან შმიდტთან ერთად ჟურნალ „დი გრენცბოტენი“ს პირველი ნომერი გამოსცა, რომელიც მალე ლიბერალური გერმანელი ბიურგერობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანოდ იქცა. ასე დაიწყო გუსტავ ფრაიტაგის როგორც ჟურნალისტის კარიერა.

სრულად...