პოიკილოთერმული ცხოველები
პოიკილოთერმული ცხოველები (ბერძნ. poikilos — განსხვავებული, ცვალებადი და therme — სითბო), ცივსისხლიანი ცხოველები, სხეულის ცვალებადი ტემპერატურის მქონე ცხოველები. მათი სხეულის ტემპერატურა — 1-2 °C-ით აღემატება გარემოს ტემპერატურას ან 2 °C-ით აღემატება გარემოს ტემპერატურას ან მისი ტოლია. პოიკილოთერმული ცხოველებს განეკუთვნება ყველა უხერხემლო ცხოველი, ხოლო ხერხემლიანებიდან — თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები. მრავალი პოიკილოთერმული ცხოველების ტემპერატურა იცვლება მზის სითბოს შთანთქმით ან კუნთების მუშაობით. მაგ., კელას სხეული ფრენისას, როცა ჰაერის ტემპერატურა 4-8 °C-ია, 40 °C-მდე და მეტად ხურდება, მაგრამ ფრენის შეწყვეტისთანავე ტემპერატურაც სწრაფად ეცემა. როდესაც პოიკილოთერმული ცხოველების ტემპერატურა სცილდება ოპტიმალურ საზღვრებს, ისინი ირინდებიან ან კვდებიან.
პოიკილოთერმული ცხოველების არასრულყოფილი თერმორეგულაცია აიხსნება ორგანიზაციის პრიმიტიული დონით, პირველ რიგში, ნერვული სისტემის სუსტი განვითარებით ფრინველებთან და ძუძუმწოვრებთან შედარებით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქაჯაია გ., ქსე, ტ. 8, გვ. 120, თბ., 1984
სტატიის