შინაარსზე გადასვლა

აუგუსტო პინოჩეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან პინოჩეტი, აუგუსტო)
აუგუსტო პინოჩეტი

აუგუსტო ხოსე რამონ პინოჩეტ უგარტე (ესპ. Augusto José Ramón Pinochet Ugarte; დ. 25 ნოემბერი, 1915 — გ. 10 დეკემბერი, 2006) — ჩილეს დიქტატორი პრეზიდენტი 1974–1990 წლებში. ხელისუფლებაში ჩილეს სოციალისტი პრეზიდენტის სალვადორ ალიენდეს დამხობის შემდეგ 1973 წელს მოვიდა. ხელმძღვანელობდა ოთხკაციან ხუნტას. დაამყარა მმართველობის სასტიკი რეჟიმი და პასუხისმგებელია 2000-ზე მეტი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მკვლელობაზე. ხელს უწყობდა მეურნეობისა და ეროვნული ბიზნესის განვითარებას. მისი რეჟიმის პირობებში ხდებოდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მატება. 1988 წელს წააგო პლებისციტი (სახალხო გამოკითხვა) და 1990 წელს დათმო პრეზიდენტის პოსტი, თუმცა მიიღო მუდმივი სენატორის წოდება, რაც მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდა. 1998 წელს ლონდონში სამკურნალოდ ჩასული პინოჩეტი ესპანეთის მთავრობის მოთხოვნით დააპატიმრეს რეპრესიებისა და მასიური მკვლელობების ბრალდებით. მოგვიანებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გაათავისუფლეს ციხიდადან და ჩილეში დააბრუნეს, სადაც მის წინააღმდეგ კვლავ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე იმავე ბრალდებით, თუმცა სასამართლომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი დაპატიმრება საჭიროდ არ სცნო. პინოჩეტი 2006 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]