პიერ პიუჟე
| პიერ პიუჟე | |
პიერ პიუჟე |
|
| პირადი ინფორმაცია | |
|---|---|
| მშობ. სახელი | Pierre Puget |
| ეროვნება | ფრანგი |
| დაიბადა | 16 ოქტომბერი, 1620 მარსელი |
| გარდაიცვალა | 2 დეკემბერი, 1694 მარსელი |
| ნაშრომები | |
| მნიშვნელოვანი შენობები | |
პიერ პიუჟე (ფრანგ. Pierre Puget; დ. 16 ოქტომბერი, 1620, მარსელი – გ. 2 დეკემბერი, 1694, მარსელი), ფრანგი მოქანდაკე, ფერმწერი და არქიტექტორი, ბაროკოს წარმომადგენელი. ქანდაკების ხელოვნებას ეუფლებოდა ხის ფუგურების მთლელ ოსტატთან. 1640-43 წლებში ცხოვრობდა იტალიაში, ძირითადად მეცადინეობდა ფერწერაში პიეტრო და კორტონას ხელმძღვანელობით. პიუჟეს ქანდაკებები გამოხატავენ ძლიერ ფიზიკურ ძალას, დაძაბულობას და მძაფრ დრამატიზმს (ტულონის რატუშის აივნების ატლანტები, "გალიელი ჰერკულესი", 1660-61). პიუჟეს ფერწერა ახლოსაა იტალიურ ბაროკოსთან (გვერჩინო და სხვა), მაგრამ გამოირჩევა უფრო ენერგიული კოლორიტით ("ქრისტე, სამყაროს მხსნელი", 1665, ლონშანის მუზეუმი, მარსელი). მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნამუშევარია მარსელი გადაკეთების პროექტი (1660-იანე წლები, არ განხორციელებულა).
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, გვ. 89, თბ., 1984 წელი.
სტატიის