პერედვიჟნიკები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
„ტივის მზიდავები ვოლგაზე“, ილია რეპინი.

„პერედვიჟნიკები“ (რუს. Передвижники, სრულად: Товарищество передвижных художественных выставок — მოძრავი სამხატვრო გამოფენების ამხანაგობა) — რუსი მხატვრების შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც შეიქმნა 1870 წელს პეტერბურგში ივანე კრამსკოის, გრიგოლ მიასოედოვის, ნიკოლოზ გესა და ვასილი პეროვის ინიციატივით. ქვეყნის ძირითადი სამხატვრო ძალა დემოკრატიისათვის ბრძოლაში დაუპირისპირდა ხელოვნების ოფოციალურ ცენტრს - პეტერბურგის სამხატვრო აკადემიას.

ახალი გაერთიანების იდეური ხელმძღვანელი გახდა ი. კრამსკოი. „პერედვიჟნიკები“ განიცდიდნენ ბელარიონ ბელინსკისა და ნიკოლოზ ჩერნიშევსკის საზოგადოებრივ და ესთეტიკურ შეხედულებების გავლენას. სამხატვრო აკადემიის მეურვეობისაგან განთავისუფლებისთანავე „პერედვიჟნიკებმა“ გააჩაღეს საგანმანათლებლო მოღვაწეობა. 1871 წლიდან ამხანაგობამ 48 მოძრავი გამოფენა მოაწყო პეტერბურგში, მოსკოვში, კიევში, ხარკოვში, ყაზანში, რიგაში, ოდესაში და სხვა ქალაქებში. მათ საბოლოოდ გაწყვიტეს კავშირი კლასიციზმთან, თავიანთ შემოქმედებას საფუძვლად დაუდეს კრიტიკული რეალიზმი. „პერედვიჟნიკები“ რეალისტურად ასახავდნენ ხალხის ცხოვრებასა და ისტორიას, მშობლიურ ბუნებას, ისწრაფოდნენ თავიანთ ხელოვნებით სამსახური გაეწიათ ხალხისათვის.

„პერედვიჟნიკების“ სურათები გამოირჩეოდა ფსიქოლოგიზმისა და სოციალურის განზოგადების დიდი ძალით, ტიპიზაციის მაღალი ოსტატობით. „პერედვიჟნიკების“ შემოქმედებაში წამყვანი იყო საყოფაცხოვრებო ჟანრი და პორტრეტი, რითაც მათ საშუალება ეძლეობათ სრულყოფილად ეჩვენებინათ ხალხის ნამდვილი ცხოვრება, შეექმნათ მოწინავე ადამიანთა სახეები, განემტკიცებინათ დემოკრატიული იდეალები. „პერედვიჟნიკებმა“ მნიშვნელოვნად განავითარეს აგრეთვე ისტორიული ჟანრი და პეიზაჟი; „პერედვიჟნიკების“ შემოქმედება ხანაში (1870-1890-იანი წლები) ფართოდ ასახავდა ცხოვრებას. მშრალ და შეზღუდული ნახატის ნაცვლად „პერედვიჟნიკებმა“ განავითარეს ხატვის ბუნებრივი და თავისუფალი მანერა. მანამდე არსებული ჩაბნელებული კოლორიტის სანაცვლოდ ახლებურად გადმოსცემდნენ შუქ-ჩრდილს. მათი კომპოზიციები მრავალფეროვანი და ბუნებრივია.

ამხანაგობა კოოპერატიულ საწყისებზე არსებობდა.

პერედვიჟნიკები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Society of Wandering Art Exhibits. Letters and Documents. 1869–1899. Vol. 1, 2., Publisher ‘Iskusstvo’, Moscow, 1987. Text in Russian

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]