პელამიდა (თევზი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| პელამიდა | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||
|
||||||
| ლათინური სახელი | ||||||
| Sarda sarda | ||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||
|
|
პელამიდა[1] (ლათ. Sarda sarda) — თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. გვხვდება ევროპის, აფრიკისა და ამერიკის სანაპირო წყლებში. მისი სხეულის სიგრძე 75 სმ, ხოლო წონა 5-6 კგ აღწევს. მტაცებელია. იკვებება თევზებით. ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუა და შავ ზღვებში; მათი რაოდენობა შავ ზღვაში მუდმივი არ არის. ზაფხულობით შემოდის შავ ზღვაში ქვირითის დასაყრელად და გამოსაკვებად. დიდი სარეწაო მნიშვნელობისაა. იჭერენ ესპანეთის, თურქეთის, ტაიტის, ჩილესა და პერუს სანაპიროებთან. მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ქალაქებს ბათუმთან და ტრაბზონთან. იყენებენ შებოლილს, დაკონსერვებულს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Sarda sarda (ინგლისური)
- Sarda sarda (რუსული)