პატრიკ სუეიზი
| პატრიკ სუეიზი Patrick Swayze |
|
პატრიკ სუეიზი 2006 წელს |
|
| დაბადების სახელი | პატრიკ უეინ სუეიზი |
| დაბადების ადგილი | ჰიუსტონი, აშშ |
| დაიბადა | 18 აგვისტო, 1952 |
| გარდაიცვალა | 14 სექტემბერი, 2009 ლოს-ანჟელესი, აშშ |
| საქმიანობა | მსახიობი მოცეკვავე მომღერალი |
| შემოქმედების წლები | 1978–2009 |
| მეუღლე(ები) | ლიზა ნიემი (1975–2009, გარდაცვალებამდე) |
პატრიკ სუეიზი (ინგლ. Patrick Swayze; დ. 18 აგვისტო, 1952 — გ. 14 სექტემბერი, 2009)[1] — ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი. ყველაზე მეტად სახელი გაითქვა ფილმებში: „ბინძური ცეკვები“ და „მოჩვენება“. პოპულარობა მოუტანა აგრეთვე სერიალმა „ჩდილოეთი და სამხრეთი“, სადაც განასახიერა ორი მეინის როლი. 1991 წელს მისი სახელი შეიტანეს ჟურნალში „People“ როგორც წლის „ყველაზე სექსუალური მამაკაცი“. პატრიკ სუეიზის ტელე- და კინოკარიერა მოიცავს 30 წელს.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
პატრიკ სუეიზი დაიბადა 1952 წლის 18 აგვისტოს, ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში, დედამისის ქორეოგრაფის პეტსი ივონ ჰელენისა და მამამისის მხაზველის ჯესი უეინ სუეიზის ოჯახში.[2][3][4] პატრიკი აღიზარდა რომაულ-კათოლიკური ტრადიციებით.[5] ჰყავდა ორი უმცროსი ძმა (დონ სუეიზი და შონ კაილი) და ორი და, ვიკი ლინი და ბემბი.[2][6]
ოცი წლის ასაკში სუეიზი ცხოვრობდა ჰიუსტონის გარეუბანში, სადაც სწავლობდა სანქტ როზა ლიმის კათოლიკურ სკოლაში,[7] ოკის ფორესტის დაწყებით სკოლაში,[8] ბლეკის საშუალო სკოლასა[8][9] და უოლტრიპის უმაღლეს სკოლაში.[8] 1972 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ნიუ-იორკში, რათა დაემთავრებინა ჰარკნესის ბალეტისა და ჯოფრის საბალეტო ცეკვის გაკვეთილები.
სუეიზიმ პროფესიონალური კარიერა დაიწყო როგორც მოცეკვავემ უოლტ დისნეის კომპანიაში. კინოში მისი დებიუტი შედგა ფილმში „სკეიტაუნი“ (1979). კინემატოგრაფში გარღვევა მოახდინა 1987 წელს როდესაც ითამაშა ფილმში „ბინძური ცეკვები“, სადაც სუეიზისთან ერთად მთავარი როლი შეასრულა ჯენიფერ გრეიმ. მცირე ბიუჯეტიანი ფილმი გარკვეული დროის შემდეგ გადაიქცა ჰიტად. 2009 წლისათვის ფილმმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოაგროვა 214 მლნ. აშშ დოლარი. 1990 წელს სუეიზიმ, დემი მურთან და ვუპი გოლდბერგთან ერთად ითამაშა ფილმში „მოჩვენება“. ერთი წლის შემდეგ როლი მიიღო ფილმში „ტალღის ქიმზე“. ბოლო წლების კინოროლებიდან აღსანიშნავია: „უკანასკნელი ცეკვა, „გაღვიძება რინოში“, „11:14“ „ნახტომი“, „მილიონი შობისთვის“, „მჟავა“ და სხვ.
პატრიკ სუეიზი დაქორწინდა 1975 წელს; მისი რჩეული გახდა მსახიობი ლიზა ნიემი, რომელთანაც გარდაცვალებამდე ცროვრობდა. წყვილმა ერთმანეთი 1970 წელს გაიცნო, მაშინ პატრიკი 18 წლისა იყო. შვილები არ ჰყავდათ. 1982 წელს სუეიზის მამა გარდაეცვალა, რის გამოც სმა დაიწყო. 2008 წლის ბოლოს სუეიზის დიაგნოზი დაუსვეს, პანკრეასის სიმსივნე. 2009 წლის 9 იანვარს ფილტვების ანთების დიაგნოზით ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 2009 წლის 16 იანვარს საავადმყოფოდან გამოწერეს. იმავე წლის 19 აპრილს ექიმებმა განაცხადეს, რომ მას აქვს მეტასტაზები.
2009 წლის 14 სექტემბერს პატრიკ სუეიზი გარდაიცვალა.
პატრიკ სუეიზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა ჰოლივუდის მსახიობმა დემი მურმა:
|
„პატრიკ თქვენი შუქი სამუდამოდ იკაშკაშებს ჩვენს ცხოვრებაში...“
|
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- პატრიკ სუეიზი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- პატრიკ სუეიზი (ინგლისური)
- პატრიკ სუეიზი — Find a Grave-ზე
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ “Actor Patrick Swayze Dies at 57“, CBS, September 14, 2009. წაკითხვის თარიღი: September 14, 2009.
- ↑ 2.0 2.1 Biography at Don Swayze's Official Site.
- ↑ Patrick Swayze Biography. Film Reference.
- ↑ Ancestry of Patrick Swayze. Genealogy.com.
- ↑ “Hollywood rallies around Patrick Swayze as he vows to continue work during his cancer battle“, Daily Mail, March 7, 2008. წაკითხვის თარიღი: July 31, 2010. :("Swayze was raised Roman Catholic.")
- ↑ Bernstein, Adam (September 15, 2009). Patrick Swayze, 57. Washington Post. წაკითხვის თარიღი: May 17, 2011.
- ↑ “Patrick Swayze“, The Daily Telegraph, September 15, 2009. წაკითხვის თარიღი: September 11, 2010.
- ↑ 8.0 8.1 8.2 Distinguished Houston Independent School District Alumni. Retrieved on April 20, 2009.
- ↑ "F.M. Black Middle School, Houston, Texas - General Information. Retrieved on April 20, 2009.
- ↑ ვარსკვლავების რეაქცია სუეიზის გარდაცვალებასთან დაკავშირებით