პატარა მეფისკალო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატარა მეფისკალო
პატარა მეფისკალო მოჩანს მარცხნივ (თოვლით შემოსილი)
პატარა მეფისკალო მოჩანს მარცხნივ (თოვლით შემოსილი)
კოორდინატები: 42°30′10″ ჩ. გ. 44°22′41″ ა. გ. / 42.502861° ჩ. გ. 44.378167° ა. გ. / 42.502861; 44.378167
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ახალგორის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3519 
მთის მასივი ყელის ზეგანი
ამგებელი ქანები ანდეზიტი და ლიპარიტ-დაციტური ლავა
პატარა მეფისკალო — საქართველო
პატარა მეფისკალო
პატარა მეფისკალო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
პატარა მეფისკალო
სურათები ვიკისაწყობში

პატარა მეფისკალომთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ცენტრალურ კავკასიონზე, ყელის ვულკანურ ზეგანზე, მდინარეების დიდი ლიახვისა და მთიულეთის არაგვის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3519 მ. აღმართულია ყელის ზეგნის ჩრდილოეთ ნაწილში. აგებულია ანდეზიტებითა და ლიპარიტ-დაციტური ლავებით. კარგად არის გამოხატული მეოთხეული გამყინვარების კვალი. კალთები მოკლებულია მცენარეულ საფარს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]