პარანორმალური მოვლენა (ფილმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პარანორმალური მოვლენა ინგლ. Paranormal Activity) არის 2007 წ-ის უორენ პელის ფსევდოდოკუმენტურ სტილში გადაღებული მცირებიუჯეტიანი საშინელებათა ფილმი. ფილმის პრემიერა შედგა „Screamfest-ის“ კინოფესტივალზე 2007-ის 14 ოქტომბერს. ფილმი აგრეთვე აჩვენეს „Slamdance-ის“ კინოფესტივალზე 2008-ის 18 იანვარს.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ქეითი და მიქა არიან ახალგაზრდა წყვილი, რომლებიც ახლახანს გადმოვიდნენ სან-დიეგოს გარეუბნის ორსართულიან სახლში და უკვე რამდენიმე კვირა ღამ-ღამობით უცნაური ხმები ესმით, რომლებიც სეიოზულად ააღელვებენ. ქეითი ყვება, რომ რაღაც მოჩვენება რვა წლიდან დაყვება სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და ახლაც ალბათ მათს სახლში იმყოფება. მიქამ ღამით მათს საძინებელში მომხდარის გადასაღებად, იყიდა ვიდეო. პირველივე ღამეს, 2 საათისთვის კამერა ვითაცის ნაბიჯებს აფიქსირებს. დილით ქეითიმ თავისი მანქანის გასაღები არა მაგიდაზე, სადაც, როგორც წესი ტოვებდა, არამედ იატაკზე ნახა. შემდეგ დღეს იწვევენ ექსტრასენსს, ის ეტყვის, რომ ეს არა მოჩვენება, არამედ დემონია. დოქტორი წყვილს მიცემს მეგობარ დემონოლოგის ნომერს, რადგან დემონები მისი სპეციალობა არაა. მესამე ღამეს კამერა კარის მოძრაობას აფიქსირებს. მიქას დემონოლოგის მოსვლა არ უნდა და თავის ცდებს ატარებს: თავიდან აკეთებს ხმის ჩანაწერს და დემონს მიმართავს, ჩანაწერის მოსმენისას გვერდით ხმებს აღმოაჩენს. მე-15 ღამით 2 სთ-თვის ქეითი საწოლთან მიქას პირისპირ დგას, შემდეგ მიქა მას კართან საქანელაში იპოვის. ჩანაწერის ნახვისას, ქეითი ამტკიცებს, რომ არაფერი ახსოვს. შემდეგ მიქა მოიტანს სპირიტუალურ დაფას, უნდა მოჩვენებასთან იკონტაქტოს, მაგრამ ქეითმა ამ იდეაზე ცუდად ირეაგირა. მიქამ მაინც დატოვა კამერა დაფასთან, ღამით დაფა დაიწვა და მასზე სხვადასხვა სიმბოლო გაჩნდა. მე-17 ღამეს, მიქამ გადაწყვიტა თეთრი ფხვნილი მოეფშვნა მოჩვენების ნაფეხურების გასასაზღვრად. ღამით ვიღაცის ნაბიჯები ისმოდა და გამოღვიძებისას ქეითი და მიქა ხედავენ, რომ უცნაურ ნაკვალევს სხვენის ღია კარებთან მიჰყავდა. მიქა ადის სხვენში და პოულობს ქეითის ფოტოს სახლთან, რომელიც, თავისი ქონებით, მთლიანად დაიწვა. შემდეგ დღეს ისინი უკვე იძახებენ ნაცნობ ექსტრასენსს, მაგრამ ის სახლში შესვისთანავე შეშინებული ამბობს, რომ არსება მისი მოსვლით უკმაყოფილოა და უარესი იქნება, თუკი დარჩება. შეახსენებს, რომ დემონები მისი სპეციალობაა არაა და ქეითის თხოვნის მიუხედავად, მიდის. მე-19 ღამეს, ვიღაცა ქეითის საბანს ქაჩავს. მე-20 ღამით კი ქეითის ფეხებში ჩაავლებს და კიბეზე ჩაათრევს. მიქა შეძლებს ქეითის მოჩვენებისგან გამოგლეჯას. დილით, მიქა ქეითიზე ნაკბენის ნაკვალევს აღმოაჩენს, შემდეგ წყვილი შეთანხმდება, შემდეგი ღამე სასტუმროში გაათენონ და უკვე ყველაფერი იქ მოიფიქრონ, მაგრამ, უეცრად ქეითი სახლში დარჩენას გადაწყვეტს და ეუბნება, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ღამით კვლავ მთვარეულივით დგება საწოლიდან და რამდენიმე საათი მიქას უყურებს, შემგეგ ჩადის ქვემოთ. ისმის მისი ყვირილი დასახმარებლად. მიქა ჩარბის, სადაც ქეითი კიოდა და თვითონ იწყებს ღრიალს.

ბოლოს ვერსიები:

1. სტანდარტული (აჩვენეს კინოებში). ამის შემდეგ ისმის ნაბიჯები, ცხრება, და ოთახში ზურგით შემოფრინდება მიქა. ეჯახება კამერას, რომელიც ზურგზე წოლით მაინც აგრძელებს გადაღებას. შემდეგ შემოდის დასისხლიანებული ქეითი, კამერისკენ მიხოხდება და მასში გაიღიმებს. ამით ფილმი სრულდება. ტიტრებში იწერება, რომ მიქას გვამი იპოვეს, ქეითი კი დღემდე არ უპოვნიათ.

2. ორიგინალი (მხოლოდ ინტერნეტის ქსელშია ხელმისაწვდომი). ქეითი ოთახში კიბით ნელა და ხმაურით ბრუნდება, ხელში აქვს დანა, მაისური სისხლიანი აქვს, ზომბივით გამოიყურება. ქეითი საწოლის ფეხთან იატაკზე ჯდება და მანიაკალურად აქეთ-იქით ქანაობას დაიწყებს. ამ დროს მას კამერა იღებს. ასე ზის დილამდე და მთელი მომდევნო დღე გამოუფხიზლებლად და აუდგომლად, ქანაობით. საღამოს ისმის როგორ შემოდის მეზობელი და მკვდარ მიქას დანახვისას კივილით გარბის. რამდენიმე ხანში მოდის პოლიცია, ქეითი კი კვლავ იქვე ზის და არ დგება. პოლიციელები ადიან მე-2 სართულზე, სადაც ქეითია. საკუჭნაოში კვლავ შუქი ინთება და ქვრება - ის ქეითიდან გამოვიდა. პოლიციელების დანახვისას, დგება და მათკენ მიდის (ჩამოშვებულ ხელში დანით) და ამბობს: „მიქა, შენ ხარ?... მიქა, შენ ხარ?...“ პოლიციელების გაფრთხილების მიუხედავად, რომ თუ დანას არ დააგდებდა, ესროდნენ, ქეითი სვლას აგრძელებს. გაისვრიან და ქეითი იატაკზე ეცემა.[1]

3. ალტერნატიული (ხელმისაწვდომია ლიცენზირებული DVD-თა და Blu-ray-თ. ქეითი ოთახში დანით ბრუნდება, კარს კეტავს და კამერაში ყურებით ყელს იჭრის.[1][2]

როლებში[რედაქტირება]

  • ქეითი ფიზერსტოუნი — ქეითი
  • მიქა სლოუტი — მიქა
  • მარკ ფრედერიქსი — მედიუმი
  • ემბერ არმსთრონგი — ემბერი
  • ეშლი პალმერი — დიანა (გოგო ინტერნეტიდან)

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • იტალიაში ფილმის ყურებისას არასრულწლოვანი პარალიზდა.
  • ფილმი 10 დღეში გადაიღეს. გადაღებები ფილმის რეჟისორის, ოურენ პელის, სახლში მიდიოდა.[3]
  • ორიგინალი დასასრულის ჩანაცვლება, სტივენ სპილბერგმა ურჩია.[3]
  • მას შემდეგ, რაც სპილბერგმა სტუდიიდან DVD აიღო სახლში საყურებლად, უჩინარმა ძალამ მისი საძინებლის კარი მოიჯახუნა და ურდულის გასაღებად რეჟისორს ზეინკლის გამოძახება მოუწია.[4]
  • ფილმის ბიუჯეტმა 15 000 $ შეადგინა, ხოლო სალაროს შემოსავალმა - 193 355 800 $.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Goss, William. “So What Was 'Paranormal Activity's Original Ending?“, Horror Squad, 10/11/09. წაკითხვის თარიღი: 31 January 2010. 
  2. Hall, Peter. (2009-10-09)Interview: Oren Peli, Writer-Director of 'Paranormal Activity'. Cinematical. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-12-16-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-10-23.
  3. 3.0 3.1 IMDb — Trivia
  4. The haunted history of 'Paranormal Activity' // LA Times

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]