დემონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Schongauer St. Antonius.jpeg

დემონები — ღვთაებრივ არსებათა გარკვეული ჯგუფი, სულები, რომლებიც ღმერთებისგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მათ როგორც ღმერთებს, არ ჰქონდათ ადამიანის გარეგნობა. ძველად ადამიანები ყოველგვარ ბუნებრივ მოვლენას, რომლის ახსნაც მათ არ შეეძლოთ, დემონებს მიაწერდნენ. ჰომეროსის მიხედვით, ყოველგვარი აუხსნელი, გაუგებარი თუ საოცარი მოვლენა „დემონურია“. დემონებითაა აღსავსე მთელი სამყარო და ადამიანთა ცხოვრება. გარკვეული, განსაკუთრებული ზღვარი დემონებსა, ღმერთებსა და გმირებს შორის არ არსებობდა. ხშირად დემონები გარკვეული ხნის შემდეგ ღმერთებად იქცეოდნენ ხოლმე და პირიქით, ღმერთებიც იქცეოდნენ ხოლმე გმირებად და დემონებად.

ჰომეროსის მიხედვით, დემონები თითქოს მტრულ დამოკიდებულებაში არიან ადამიანებთან. ხშირად ისინი ადამიანს ართმევენ გონებას, ზოგჯერ აბრმავაბენ და სხვა. მოგვიანებით განასხვავებდნენ კეთილსა და ბოროტ დემონებს. ბერძენი იდეალისტი ფილოსოფოსების მოძღვრების თანახმად, ყოველ ადამიანს დაბადებიდან სიკვდილამდე ჰყავს საკუთარი დემონი, რომელიც განაგებს მის ყოველგვარ ცხოვრებას. შემდეგ ბერძნები დემონებს უწოდებდნენ რაღაც ზებუნებრივ ძალებს, რომელთა კულტი არ არსებობდა. რომში დემონები გენიუსთან გააიგივეს. ოლიმპიური რელიგიის დამხობის შემდეგ მრავალ ხალხში დარჩა წარმოდგენები დემონების შესახებ. ქრისტიანულმა რელიგიამ დემონები ბოროტ არსებად მიიჩნია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მითოლოგიური ლექსიკონი (შეადგინა ნოდარ გაფრინდაშვილმა) რედაქტორი: აკაკი ურუშაძე. გამომცემლობა „განათლება“. თბილისი., 1972.