ოქროკუდა
| ოქროკუდა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Euproctis chrysorrhoea | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
|
ოქროკუდა (Euproctis chysorrhoea) — პეპელა ტალღურების ოჯახისა. ხეხილისა და ტყის ფოთლოვანი ჯიშების საშიში მავნებელია. პეპლის ფრთების შლილი 35 მმ აღწევს. ოქროკუდა თეთრია, წინა ფრთებზე ბოლოში ოთხი პატარა შავი წერტილი აქვს. დედალი ოქროკუდას მუცელი ოქროსფერი ბეწვების კონით ბოლოვდება (აქედან სახელწოდება). მატლი მონაცრისფრო შავია, მეჭეჭებზე აქვს ოქროსფერი ბეწვები. იკვებება ფოთლებით. მავნებლის მასობრივი გამრავლებისას მცენარე უფოთლოდ რჩება. ოქროკუდა ძველგანაა გავრცელებული; საქართველოში უმეტესად ქართლში, სამხრეთ ოსეთში, მესხეთსა და იმერეთში. ოქროკუდა ზამთრობს მატლის სახით საზამთრო ბუდეში. წელიწადში ერთ თაობას იძლევა.
ბრძოლის ღონისძიებები [რედაქტირება]
ბუდეების შეგროვება და დაწვა, მატლის გამოჩეკის პერიოდში პესტიციდების (კონტაქტური მოქმედების) გამოყენება, 16 °C-ის ზევით კარგად მოქმედებს ენტობაქტერინი — 3 და დენდრობაცილინი.
ლიტერატრურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 610, თბ., 1984 წელი.