ტალღურასებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტალღურასებრნი
Lymantria dispar
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: მწერები
რიგი: ქერცლფრთიანები
ოჯახი: ტალღურასებრნი
ლათინური სახელი
Orqyidae ანუ Lymantriidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ტალღურასებრნი (ლათ. Orqyidae ანუ Lymantriidae) — ღამის პეპლების ოჯახი. აქვთ საშუალო ზომის შებუსვილი და მოუქნელი სხეული. წინა ფრთები მოთეთრო-მონაცრისფრო-მოყავისფროა, სუსტად მოხატული ან ერთფერი. უკანა ფრთები მკრთალი და მოუხატავია. ზოგიერთი სახეობის დედალს ფრთები არ გააჩნია. უმრავლესობას რუდიმენტული პირის ორგანოები აქვს და არ იკვებება. მატლი უხვადაა შებუსვილი, იკვებება ხემცენარეთა ფოთლებით ან წიწვებით, იშვიათად — ბალახით. ოჯახში 4000-მდე სახეობაა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 20. ტალღურასებრთა უმრავლესობა მეზოფილური ტყის ბინადარია, გვხვდება სუბტროპიკულ ტყეშიც, ერთეულები — სტეპში. ზოგიერთი სახეობა ტუნდრაში იჭრება, ზოგი კი არქტიკის უკიდურეს საზღვარს აღწევს. ტალღურასებრთა უმრავლესობა ტყისა და ხეხილის მავნებელია. მასობრივი გამრავლების დროს საქართველოში დიდი ზიანი მოაქვთ არაფარდ აბრეშუმხვევიას, მონაზონას, ოქროკუდას.

ლიტერატურა[რედაქტირება]