ოსამა ბინ ლადენი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოსამა ბინ ლადენი, 1990

უსამაჰ ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადინი (არაბ.: أسامة بن محمد بن عوض بن لادن) (დაბ. 10 მარტი 1957, რიადი, საუდის არაბეთი) - ცნობილია როგორც ოსამა ბინ ლადენი, პარამილიტარისტული და ტერორისტული ორგანიზაციის «ალ-ქაიდას» დამაარსებელი და ლიდერი. მსოფლიოს №1 ტერორისტი, რომელსაც მიეწერება 2001 წლის 11 სექტემბერს «მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე» ორგანიზირებული ტერორისტული თავდასხმა.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

მისი სრული სახელია ოსამა ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადენ. იგი დაიბადა 1957 წლის 28 ივლისს, ქალაქ ჯიდაში, ხოლო ბავშვობა გაატარა ისლამის სამშობლოში – ხიდაში.

იგი არის მამამისის მუჰამედ ბენ ლადენის მე-17 შვილი.

ოსამა 16 წლის იყო, როცა ის ისლამის ერთ–ერთ ფუნდამენტალურ დაჯგუფებაში შევიდა. შემდეგ მან სწავლა განაგრძო აბდულ აზიზის სახელობის უნივერსიტეტში. დიპლომის აღების შემდეგ ოსამა წავიდა ავღანეთის ომში.

ოსამა არაბეთში გადასული მდიდარი იემენელი გლეხების შვილია. მამამისს მუჰამედ ბინ ლადენს დაახლოებით ოცი ცოლი ჰყავდა, ვაჟიშვილი მას მეათე ცოლისგან შეეძინა. მოზარდობისას ოსამა რელიგიურობითა და ამავდროულად, აგრესიულობითა და შეუწყნარებლობით გამოირჩეოდა სხვაგვარად მოაზროვნეთა მიმართ. უფროს კლასებში კი მეგობრებს თავისი კლასელების საცემნელად აქეზებდა, რადგან ისინი ალაჰის მტრებად მიაჩნდა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

ოსამა ბინ ლადენი

პირადი ხელსაწყოები