კუნილინგუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუნილინგუსი. ედუარდ ანრი ავრილი
ლესბოსელთა კუნილინგუსი

კუნილინგუსი (ლათ. cunnusქალის გარე სასქესო ორგანოები + ლათ. lingo - ლოკვა) - ორალური სექსის ნაირსახეობა, ქალის სექსუალური აღგზნება კლიტორზე და ვულვაზე ტუჩების, ენის ან კბილების ზემოქმედების საშუალებით.

  • კუნილინგუსის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა - კლიტორის კოცნა, წოვა, ლოკვა ან მსუბუქი კბენა, რასაც შესაძლებელია თან სდევდეს საშოში შეყვანილი თითების წინ და უკან მოძრაობა.
  • კუნილინგუსის ერთ-ერთი ტექნიკა გულისხმობს ფრიქციების იმიტაციას საშოში ენის მოძრაობების საშუალებით, აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია ვულვის დამატებითი სტიმულაცია ცხვირის მეშვეობით.
  • კუნილინგუსის კიდევ ერთი ფორმაა ქალის სასქესო ორგანოების აღგზნება პირით ხმების გამოშვების საშუალებით. მასტიმულირებელი ფაქტორი ამ შემთხვევაში არის ვულვაზე მიდებული ტუჩების ვიბრაცია.
  • კუნილინგუსის იშვიათ ფორმას წარმოადგენს ვულვის აღგზნება ნიკაპის მოძრაობის მეშვეობით.

იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად ყველა ქალისთვის სხეულის ყველაზე უფრო ეროტიულად მგრძნობიარე ნაწილს წარმოადგენს კლიტორი, ის შეიძლება არც ისე მგრძნობიარე აღმოჩნდეს ნაზი სტიმულაციისადმი, განსაკუთრებით აღგზნების საწყის სტადიებზე[1]. სექსის ზოგიერთი სახელმძღვანელო იძლევა რეკომენდაციას, რომ კუნილინგუსი უნდა დაიწყოს სასქესო ტუჩების და მთლიანად გენიტალიების ნელი და ნაზი ალერსით. ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ენის წვერი, წინა ან ქვედა ნაწილი, აგრეთვე ცხვირი, ნიკაპი და ტუჩები, მოძრაობები შესაძლებელია იყოს ნელი ან სწრაფი, ერთგვაროვანი ან ქაოტური, ხისტი ან ნაზი, რაც დამოკიდებულია პარტნიორების გემოვნებაზე. შეიძლება აგრეთვე გასწორებული ან მოძრავი ენის საშოში შეყვანა. კუნილინგუსს შესაძლებელია თან სდევდეს საშოში თითების ან ეროტიული სათამაშოების შეყვანა, რაც იძლევა იმავდროულად G წერტილის სტიმულირების საშუალებას.[2][3].

კუნილინგუსის დროს შესაძლებელია გადაცემული იქნას სხვადასხვა ინფექციური ან ვენერიული დაავადება, როგორებიცაა ათაშანგი, ჰეპატიტი, ჰერპესი და სხვ. დაავადებებისგან თავის დასაცავად რეკომენდირებულია ლატექსის ხელსახოცების გამოყენება.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Hite, Shere (2004 edition). The Hite Report: A Nationwide Study of Female Sexuality. New York, NY: Seven Stories Press, გვ. 11. ISBN 1-58322-569-2. 
  2. (2005 edition) Human sexuality in a world of diversity. New Jersey, USA: Pearson Education, გვ. 124,226. ISBN 1-205-46013-5. 
  3. Masters, W.H.; Johnson, V.E. (1966). Human Sexual Response. Toronto; New York: Bantam Books. ISBN 0-553-20429-7.. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]