მასტურბაცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მასტურბაცია, ნახატი. გუსტავ კლიმტი 1913

მასტურბაცია (ლათ. manus — ხელი + stupro — მრუდობა) — სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილების ფორმა, საკუთარი ეროგენული ზონების გაღიზიანების გზით; იგულისხმება ძირითადად, ე. წ. უდავო ეროგენული ზონები, რომელთა რიცხვს განეკუთვნება გენიტალიები. მამაკაცთა მასტურბაციას ზოგჯერ ონანიზმსაც უწოდებენ, რაც ძველი აღთქმის პერსონაჟის, ონანის სახელიდან მომდინარეობს. არსებობს მასტურბაციის სხვა სინონიმებიც — ხელმრუდობა, ჩუკენობა[1]. მასტურბაცია, რელიგიათა მეთელი რიგის თვალსაზრისით, ცოდვად ითვლება.[1][2]

მასტურბაცია ავტოეროტიციზმის ყველაზე გავრცელებული ფორმაა, და ეს ორი სიტყვა ხშირად სინონიმური მნიშვნელობით გამოიყენება, თუმცა მასტურბაცია პარტნიორთან ერთად ასევე ხშირია. ცხოველთა მასტურბაცია გავრცელებულია მრავალ სახეობაში, როგორც ველურ გარემოში, ისე ტყვეობაში.

რელიგიური აკრძალვების გარდა, არსებობს ფართოდ გავრცელებული ცრურწმენა, რომ მასტურბაცია ორგანიზმში ღრმა პათოლოგიურ ცვლილებებს (მათ შორის ხელის გულებზე თმის ზრდას) იწვევს.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Orthodox.Ge, ცოდვებისათვის
  2. «Catechism of the Catholic Church». http://www.vatican.va/archive/ccc_css/archive/catechism/p3s2c2a6.htm#2352. Retrieved on 2007-10-08. «Both the Magisterium of the Church, in the course of a constant tradition, and the moral sense of the faithful have been in no doubt and have firmly maintained that masturbation is an intrinsically and gravely disordered action.»