ქენდირისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Alyxia oliviformis

ქენდირისებრნი (Apocynaceae), ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები, ბუჩქები, ლიანები, ნახევრად ბუჩქები და მრავალწლოვანი ბალახებია მარტივი მთლიანი ფოთლებით. ყვავილები მარტოულია ან კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი. ძირითადად ტროპიკული ოჯახია. აერთიანებს 200-მდე გვარის 2000-მდე სახეობას. საქართველოში ამ ოჯახის 2 გვარის (გველის სურო და ქენდირი) 4 სახეობა იზრდება, ზოგი ქენდირისებრი (ლანდოლფია და სხვ.) კაუჩუკს შეიცავს, ზოგი ძვირფას მერქანს (მაგ., ასპიდოსპერმა), მთრიმლავ (კვებრახო) და საღებავ ნივთიერებებს იძლევა, ზოგი (სტროფანთუსი და სხვ.) კი შხამიანია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლ. ხინთიბიძე, ქსე, ტომი X, გვ. 501, სტატია „ქენდირისებრნი“, თბ. 1986.