ოზონის ფენა
ოზონის ფენა (ინგლ. Ozone layer) — სტრატოსფეროს ნაწილი, რომელშიც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ხარჯზე მიმდინარეობს ჟანგბადის იონიზაცია, რასაც მოყვება ოზონის წარმოქმნა (О3). ვრცელდება 12 კმ-იდან 50 კმ-მდე, ტროპიკულ განედებში 25-30 კმ-ზე, ხოლო პოლარულ მხარეებში 15-20 კმ-ზე.
ოზონის მაღალი კონცენტრაცია შთანთქავს საშიშ ულტრაიისფერო სხივებს და ამით ხმელეთზე გავრცელებულ სიცოცხლეს იცავს დამღუპველი გამოსხივებისაგან. ოზონის ფენა უნიკალური თვითბალანსირებადი სისტემაა. რაც უფრო დიდი რაოდენობით აღწევს ულტრაიისფერი გამოსხივება დედამიწის ხმელეთს, მით უფრო ინტენსიურად განიდცის ჟანგბადი ოზონად გარდაქმნას. ამასთანავე ატმოსფეროში რაც უფრო დიდი რაოდენობითაა ოზონი, მით უფრო არის გაძლიერებული მის მიერ ულტრაიისფერი გამოსხივების შთანთქმა.
ოზონის მეტად დიდი სისქე ვრცელდება 20-25 კმ-ზე, ხოლო საერთო მოცულობის ნაწილი - 40 კმ-ზე.
სექციების სია |
[რედაქტირება] ჩეპმანის მექანიზმი
ცნობილმა ბიოფიზიკოსმა სიდნი ჩეპმენმა შექმნა ოზონის წარმოქმნისა და ხარჯვის მექანიზმი, რომელიც მის სახელს ატარებს. ოზონის წარმოქმნის რეაქცია :
О2 + hν → 2О
О2 + O → О3
სტრატოსფეროში ჟანგბადის მოლეკულური ფიტოდისოციაცია მიმდინარეობს ულტრაიისფერი გამოსხვების ზეგავლენით.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Stratospheric ozone: an electronic textbook
- http://www.unep.org/ozone/Public_Information/4Aii_PublicInfo_Facts_OzoneLayer.asp
- NASA. Studying Earth's Environment From Space. June 2000. (accessed November 3, 2010) http://www.ccpo.odu.edu/~lizsmith/SEES/index.html.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Andrew Dessler. The Chemistry and Physics of Stratospheric Ozone. Academic Press. 2000
- Seinfeld, John H.; Pandis, Spyros N. (1998). Atmospheric Chemistry and Physics: From Air Pollution to Climate Change. John Wiley and Sons, Inc. ISBN 0-471-17816-0.
- И.К. Ларин Химия озонового слоя и жизнь на Земле // Химия и жизнь - XXI век. — 2000. — № 7. — С. 10–15..
|
|||||||||||