ტროპოპაუზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ატმოსფეროს ფენები

ტროპოპაუზა (ბერძნ. τροπος – შემობრუნება, შეცვლა და παῦσις – შეჩერება, შეწყვეტა) — დედამიწის ატმოსფეროს ფენა, ეგრეთ წოდებული გარდამავალი ფენა ტროპოსფეროსა და სტრატოსფეროს შორის. სისქე რამდენიმე ასეული მეტრიდან 2-3 კმ-მდე. ტროპოპაუზაში ტემპერატურის გრადიენტი მცირდება, ხშირია ტემპერატურის ინვერსიაც. ტროპოპაუზის სიმაღლე დამოკიდებულია გეოგრაფიული განედზე (პოლარულში დაბლაა, ტროპიკულში მაღლა), წელიწადის დროზე (ზაფხულში უფრო მაღლაა, ვიდრე ზამთარში), აგრეთვე ციკლონურ მოქმედებაზე (ციკლონებში უფრო დაბლაა, ვიდრე ანტიციკლონებში).

ზოგიერთი რაიონის თავზე ხშირად აღინიშნება ტროპოპაუზის დარღვევა და ხელახალი ჩამოყალიბება. დედამიწის ატმოსფეროში პოლარულ რაიონებში ტროპოპაუზა განლაგებულია 8-12 კმ სიმაღლეზე, ხოლო ეკვატორზე — 16-18 კმ სიმაღლეზე. სუბტროპიკებში შეინიშნება ტროპოპაუზის წყვეტა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]