ოზაანის ამაღლების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოზაანის ამაღლების ტაძარიX საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანთან.

ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. დაზიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლის მხატვრობა[1]. შემორჩენილია, ასევე, ლაპიდარული წარწერა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით მიეკუთვნება XII-XIII საუკუნეთა მიჯნას. იგი ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მიქაელს, ამინ[2]

2006 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 299-307.
  • ბარნაველი თ., კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები, თბ.,1962
  • თოდრია თ., ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, ტ.VI, თბ.,1982
  • მაისურაძე ზ., ოზაანის კერამიკა, თბ.,1959

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]