მირზაანის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კვირაცხოვლის ეკლესია

მირზაანის კვირაცხოვლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ მირზაანში, მთავარი სამანქანო გზის პირას. ძველი სხვადასხვა პერიოდის ორი შენობისგან შედგება. თავდაპირველად აქ მდგარი XVIII საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესიისგან და მოგვიანებით მასზე დაშენებული რამდენიმე მოკლე, მაგრამ ოდნავ განიერი სათავსისგან, რომელიც გეგმით თითქმის კვადრატს უახლოვდება.

2010 წელს საერთაშორისო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ჩატარდა ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღდგა თავდაპირველად ეკლესიის დასავლეთის კედელზე მდგარი აგურის ოთხწახნაგა სამრეკლო და ლავგარდნის ჩამოშლილი ნაწილები, ეკლესია გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. ეკლესია ძირითადად რიყის ქვითაა ნაგები, ღიობები კონსტრუქციული ელემენტებიდა ლავგარდანი გამოყვანილია აგურით გარდა ამისა აგური ალაგ-ალაგ გარეთა კუთხეების წყობაშიცაა ჩართული. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილია, ეკლესიისგან განსხვავებით, მინაშენის წყობაში აგური ჭარბადა მოხმარებული. წყობაში ასევე გამოყენებულია საფლავის როგორც მთლიანი ისე სხვადასხვა სიდიდის ფრაგმენტებიც. ეკლესიას ორი სწორკუთხა შესასვლელი აქვს, ორივე მინაშენია სამხრეთიდან და დასავლეთიდან. მათგან სამხრეთის მინაშენის შესაბამისი კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, ხოლო დასავლეთის, გაცილებით განიერი, კედლის შუაშია გაჭრილი. ეკლესიის შიდა სივრცე მნიშვნელოვნადა დაგრძელებული. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი აფსიდში სამი ნიშაა ერთი სამხრეთით და ორი ჩრდილოეთით, საკურთხეველი ეკლესიის დარბაზის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი, საკურთხევლის იატაკი მორგებულია კვადრატული აგურით აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით. ეკლესიის თავდაპირველი ნაწილის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი შეისრული თაღებია გამოყვანილი. შეისრული ფორმისა კამარაც. პილასტრების აღმოსავლეთ წყვილთა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით საკურთხევლის სივრცეა გამოყოფილი. გრძივ კედლებზე ორ-ორი განიერი, შეისრული თაღით გადახურული ნიშაა. მათ შორის აღმოსავლეთ წყვილში თითო სარკემლია გაჭრილი, რომელთა თაღები შესაბამისი ნიშას თაღს ერწყმის, ორივე სარკმელი გარედან სწორკუთხაა. დარბაზის იატაკიც აგურისაა, მაგარამ აქ აგური გაცილებით დიდი ზომისა.

ეკლსიის დასავლეთ მინაშენის გრძივი კედლების შუაში და კიდეებში ერთსაფეხურიანი პილასტრებია მოწყობილი, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია დაყრდნობილი კამარაც და თაღებიც შესრულია. მინაშენი განათებულია ოთხი თაღოვანი სარკმლით მათ შორის ორი ჩრდილოეთ კედელშია პილასტრის გვერდებზე ხოლო თითო-თითო სამხრეთით და დასავლეთით ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ დასავლეთისაა მორთული აქ შესასვლელის გვერდებზე ერთი მეორეს ზემოთ, აგურის წყობით სამ-სამი შეღრმავებული ტოლმკლავი ჯვარია გამოსახული შესასვლელეის თავზე მცირე, შეღრმავებული რომბია, უფრო ზემოთ თაღოვანი სარკმელი და საფეხურებიან ბაზაზე აღმართული ზღვარი რომელიც ფრონტონის წვერშია მოქცეული. ეკლესიის ორივე ნაწილის კედლები დასრულებულია ოთხსაფეხუროვანი ლავგარდნით, რომლებიც შედგენილია ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვრილი აგურით რიგების მონაცვლეობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]