არბოშიკის დამბადებლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არბოშიკის დამბადებლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი, რომელიც დგას სოფელ არბოშიკის განაპირას, ტყიან ბორცვზე. თარიღდება XVIII საუკუნით.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია (5 X 4 მეტრი). ნაგებია რიყის ქვით კუთხეების ზედა ნაწილები (განახლებულია) ნაწყობია კვადრატული აგურით. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ბრტყელი თაღითაა გადახურული.  აღმოსავლეთით მოკლე მხრებით გამოყოფილი აფსიდაა, რომელსაც გეგმით თავგაბრტყელებული ნახევარწრის ფორმა აქვს.  აფსიდაში პატარა, შიგნიდან შეისრული, ხოლო გარედან ოთხკუთხა ფორმის სარკმელია გაჭრილი. იგი ინტერიერის განათების ერთადერთი წყაროა. კამარა ქვისაა, დაყრდნობილია აფსიდის თაღსა და დასავლეთ კედლის მიმდებარე საბჯენ თაღზე. ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას.

2007-2008 წლებში შეკეთდა საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის ფონდის მიერ, აღდგა კედლების ზედა ნაწილები, არსებული აგურის ლავგარდნის ნაშთების მიხედვით მოეწყო ახალი ლავგარდანი, შიგნით კედლები შეილესა გაჯით, ეკლესიად გადაიხურა ღარისებრი კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]