ოგიუსტ მარიეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიეტის ძეგლი მშობლიურ ქალაქ - ბულონ-სურ-მერში.

ფრანსუა ოგიუსტ ფერდინან მარიეტი (დ. 11 თებერვალი, 1821 — გ. 12 იანვარი, 1881) — ფრანგი მეცნიერი, არქეოლოგი და ეგვიპტოლოგი, წარწერათა აკადემიის წევრი (1878) ეგვიპტის მუზეუმის რესტავრატორი და დიზაინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ოუგუსტ მარიეტი (ზის მარცხენა, შორეულ მხარეს) და იმპერატორი პედრუ II (ზის მარჯვენა შორეულ მხარეს). ფოტო გადაღებულია 1871 წლის მიწურულს, როცა მონარქი ეგვიპტეში, გიზის ნეკროპოლისს სტუმრობდა.

1851 წელს გათხრების დროს მემსფისში აღმოაჩინა სერაპისის ტაძარი. 1854-1858 წწ. ლუვრის ეგვიპტური განყოფილების მცველი იყო.

1858 წელს დაბრუნდა ეგვიპტეში სადაც დააარსა და ხელმძღვანელობდა "სიძველეთა სამსახურს" და ეგვიპტის მუზეუმს. ტანისის, მემფისის, საკარის, მედუმის, აბიდოსის, თებესა და ჯებელ-ბარკალის გათხრების დროს აღმოაჩინა მრავალი მნიშვნელოვანი წარწერა, ძველ ეგვიპტური ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ძეგლი.

მიანიჭეს ფაშობა. დაკრძალულია ეგვიპტის მუზეუმის ეზოში.

ლიტერატურა[რედაქტირება]