ჯებელ-ბარკალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯებელ-ბარკალი და ნაპატანის რეგიონის ძეგლები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

Gebel Barkal.jpg
ქვეყანა სუდანის დროშა სუდანი
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები i, ii, iii, iv, vi
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 18°32′00″ ჩ. გ. 31°49′00″ ა. გ. / 18.53333° ჩ. გ. 31.81667° ა. გ. / 18.53333; 31.81667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 1073
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1073
რუს.ინგლ.ფრ.

ჯებელ-ბარკალი (არაბ. جبل بركل ) — ძალიან პატარა მთა სუდანში, ხართუმიდან 400 კმ-ით ჩრდილოეთით, ქალაქ კარიმაში, მდინარე ნილოსის ფართო მოსახვევში, ნუბიის რეგიონში.

2003 წელს, მთა, ისტორიულ ქალაქ ნაპატასთან ერთად შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ძვ. წ. 1450 წელს, ეგვიპტის ფარაონმა თუტმოს III-მ ეს რეგიონი თავის იმპერიას მიუერთა და ჯებელ-ბარკალი მის სამხრეთ საზღვრად მიიჩნეოდა. აქ მან დალაშქრა ქალაქო ნაპატა, რომელიც 300 წლის შემდეგ დამოუკიდებელი ქუშის სამეფოს დედაქალაქი გახდა. ნუბილეთა 25-ე დინასტიის მეფე პაიემ თავის ქალაქში მნიშნელოვნად გააფართოვა ამონის ახალი სამეფო ტაძარი და მის შიგნით აღმართა გამარჯვების სტელა.

ჯებელ-ბარკალის გარშემო არსებული ნანგრევები მოიცავს 13 ტაძარსა და 3 სასახლეს, რომლებიც პირველად 1820-იან წლებში ევროპელი მკვლევრების მიერ იქნა აღწერილი. 1862 წელს ეგვიპტელმა ოფიცერმა აღმოაჩინა და კაიროს მუზეუმში გადაიტანა მესამე შუალედური პერიოდის ხუთი წარწერა. მიუხედავად ამისა, 1916 წლამდე არანაირი სამეცნიერო არქეოლოგიური გათხრები არ დაწყებულა, ამ დროისათვის კი ამ საქმეს სათავეში ჩაუდგნენ ჰარვარდის უნივერსიტეტისა და ბოსტონის ხელოვნების მუზეუმის ექსპედიციები. 1970-იანი წლებიდან გათხრები განაგრძო რომის ლა-საპიენცის უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც 1980-იან წლებში შეუერთდა ბოსტონის მუზეუმის სხვა ჯგუფი. დიდი ტაძრები, მაგალითად ამონის ტაძარი ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დღემდე წმინდად მიიჩნევა.

მთის სიმაღლე 98 მეტრია, გააჩნია გაბრტყელებული მწვერველი. ვაჭრების მიერ იგი გამოიყენებოდა როგორც ნიშანი, სადაც ადვილი იყო მდინარის გადაკვეთა ცენტრალური აფრიკის, არაბეთისა და ეგვიპტის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს შორის.

მეროიტის სამეფოს დროს, ჯებელ ბარკალი გამოიყენებოდა როგორც სამეფო აკლდამა. უფრო ადრეული საფლავები ძვ. წ. III საუკუნით თარიღდება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: