ტანისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტანისის ნანგრევები
მეფის საფლავი ტანისში

ტანისიეგვიპტის ძველი ქალაქი, მდებარეობდა ნილოსის დელტის აღმოსავლეთ ნაწილში, ახლანდელი მენზალის ტბის მახლობლად. ძვ. წ. XVII-XIII საუკუნეებში ტანისის ავარისი ეწოდებოდა, ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებში – პერ-რამსესი (რამსეს II-ის რეზიდენცია).

ტანისის მკვიდრი იყო XXI დინასტიის დამაარსებელი ნესუბანებდედი, რომელმაც ძვ. წ. XI საუკუნეში ტანისი ეგვიპტის დედაქალაქად გამოაცხადა.

ბიზანტიის ხანაში ტანისი ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო. ამჟამად ტანისის ადგილას დაბა სან-ელ-ჰაგარი მდებარეობს. 1929-1951 წწ. ტანისს იკვლევდა ფრანგი არქეოლოგი პიერ მონტე. გამოვლინდა XXI-XXII დინასტიის მეფეთა თითქმის ხელუხლებელი აკლდამები.

ლიტერატურა[რედაქტირება]