ნუევა-კადისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნუევა-კადისი, 1523
ნუევა-კადისის ნანგრევები

ნუევა-კადისი (ესპ. Nueva Cádiz) — არქეოლოგიური ძეგლი და ყოფილი საპორტო ქალაქი ვენესუელის კუნძულ კუბაგუაზე. ის 1515 წელს დაარსდა და ერთ-ერთ პირველ ესპანურ დასახლებას წარმოადგენდა ამერიკაში.

1502 წლისთვის, კუბაგუაზე დაარსდა რანჩერიები (პატარა დასახლებები), რომლებიც ყოველწლიურად 3-4 თვის განმავლობაში გამოიყენებოდა, ვაჭრობის სეზონზე.[1] კუნძული განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო, უპირველესად მარგალიტების ხამანწკების სიმრავლის გამო. საბოლოოდ, კუნძული მუდმივად დასახლებული გახდა და ინდიელთა დიდი აჯანყების შემდეგ, 1520 წელს მისმა მოსახლეობამ 300 ადამიანს გადაააჭარბა. 1528 წლის 12 სექტემბერს, კარლ V ჰაბსბურგის სამეფო დეკრეტის მიხედვით, კუნძული ქალაქი გახდა და ნუევა-კადისი ეწოდა.[2][3] ამავე დროს ის გახდა პირველი ესპანური ქალაქი სამხრეთ ამერიკაში.[4][3]

1530 წლისთვის, ნუევა კადისში 223 ევროპელი და 700 ადგილობრივი ცხოვრობდა, ხოლო პიკში (დაახლოებით 1535 წ.) 1500-ადამიანზე მეტი.[1] ნელ-ნელა მარგალიტების ხამანწკების გამოლევა დაიწყო და ეს პროცესი სულ უფრო ჩქარდებოდა, რის გამოც ესპანელებმა მარგალიტის წარმოება შეამცირეს. პარალელურად აღმოჩენილ იქნა ანალოგიური ხამანწკების ახალი ბუდობები გუახირის ნახევარკუნძულზე, რამაც ნუევა-კადისის დაკნინება გამოიწვია. 1539 წლისთვის კუნძულზე 50-ზე ნაკლები ადამიანი რჩებოდა. 1541 წელს ურაგანმა დარჩენილი ნაგებობები მთლიანად გაანადგურა, რის შემდეგაც კოლონია საბოლოოდ მიატოვეს.[4]

ნანგრევები, რომლებიც ნაწილობრივ ზღვაშია ჩაძირული,[5] 1979 წელს ვენესუელის ეროვნულ მონუმენტებად გამოცხადდა. 1950—1960-იან წლებში არეალს სწავლობდა ხოსე მარია გრუქსენტი, რომელმაც შემდეგ ნუევა-კადისზე ნაშრომებიც გამოაქვეყნა: Nueva Cádiz, testimonio de piedra (1955) და Cubagua y el poblamiento oriental de Venezuela en las comienzos (1961). ქალაქ ლა-ასუნსიონის ნუევა-კადისის მუზეუმში გამოფენილია კუნძულზე გათხრების შედეგად აღმოჩენილი რელიკვიები.[5][4]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 (1963) Venezuelan archaeology. New Haven: Yale University Press. წაკითხვის თარიღი: 9 June 2011. 
  2. G., Jiménez Graziani Jiménez (1986). La esclavitud indígena en Venezuela, siglo XVI. Fuentes para la Historia Colonial de Venezuela. ISBN 9789802220014. წაკითხვის თარიღი: 9 June 2011. 
  3. 3.0 3.1 (1968) Transactions of the Caribbean Geological Conference. Queen's College Press, გვ. 33. წაკითხვის თარიღი: 9 June 2011. 
  4. 4.0 4.1 4.2 Raub, Kevin (1 August 2010). Venezuela. Lonely Planet, გვ. 203. ISBN 9781741791587. წაკითხვის თარიღი: 9 June 2011. 
  5. 5.0 5.1 Simón, Pedro (1992). Noticias historiales de Venezuela. Fundacion Biblioteca Ayacuch, გვ. 167–. ISBN 9789802762088. წაკითხვის თარიღი: 9 June 2011.