კუბაგუა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუბაგუა
გეოგრაფია
მდებარეობა კარიბის ზღვა
კოორდინატები 10°49′08″ ჩ. გ. 64°10′57″ დ. გ. / 
ფართობი 22,438 კმ²
სიგრძე 9,2 კმ
სიგანე 3,6 კმ
უმაღლესი წერტილი 32 მ
ქვეყანა

კუბაგუა (ესპ. Cubagua) — კუნძული კარიბის ზღვაში. ეკუთვნის ვენესუელას. კუნძულ მარგარიტასთან და კოჩესთან ერთად ქმნის ვენესუელის შტატს – ნუევა-ესპარტას. ფართობი 22 438 კმ². სიგრძე 9,2 კმ, სიგანე 3,6 კმ. არაიის ნახევარკუნძულიდან დაშორებულია ჩრდილოეთით 16 კილომეტრში. კუნძული ელიფსის ფორმისაა.

სანაპიროზე აღმართულია კლდოვანი მთები (კლდეები), რომელთა სიმაღლეა 5-7-იდან 20-24 მ-მდე. არის სანაპირო პლაჟის ადგილებიც. კუნძულ კუბაგუას მაქსიმალური სიმაღლე აღწევს 32 მ-ს.

ზედაპირი მშრალია, მოკლებულია შიგა წყლებს. ჰაერის ტემპერატურა უდრის 25°C. ნალექების წლიური რაოდენობა შეადგენს 250 მმ. განვითარებულია ფლორა და ფაუნა. გვხვდება პარკოსნები, სხვადასხვა სახეობის კაქტუსები, მ.შ. ოპუნცია და სხვ. ფაუნა ღარიბია. გვხვდება კურდღლების მცირე პოპულაცია და თხა. კუნძული მოკლებულია გზებსა და ქუჩებს.

ევროპელთაგან კუნძული პირველად აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1498 წელს. კუნძულზე მდებარეობს არქეოლოგიური ძეგლი ნუევა-კადისი.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე