ნიტროფენოლები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიტროფენოლებიფენოლის C6H5OH ბირთვში წყალბადის ატომების ნიტროჯგუფებით ჩანაცვლების პროდუქტები. ნიტროფენოლები კრისტალური ნივთიერებებია. მრეწველობაში მონონიტროფენოლების მისაღებად შესაბამის ნიტროქლორბენზოლებს აცხელებენ NaOH წყალხსნართან ერთად. ნიტროფენოლები შხამებია, მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე. იწვევენ ლორწოვანი გარსისა და კანის გაღიზიანებას. ზღვრული დასაშვები კონცენტრაცია, მაგ, 2,4 დინიტროფენოლისა, ჰაერში 0,05 მგ/მ³-ია.

ლიტერატურა[რედაქტირება]