ნემსთევზასნაირნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნემსთევზასნაირნი | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
|
||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||
| Syngnathiformes | ||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||
|
|
ნემსთევზასნაირნი, კონალაყუჩნაირნი (Syngnathiformes ან Lophobranchii) — წვრილი ძვლოვანი თევზების რიგი. აქვთ მილისებრი დინგი. ბინადრობენ მსოფლიო ოკეანის ტროპუკულ და სუბტროპიკულ წყლებში, ზოგი — ზომიერად თბლის წყლებში. რიგში 6 ოჯახია, რომელთაგან საქართველოში გვხვდება მხოლოდ ნემსთევზასებრნი (Syngnathidae). ოჯახში 50-მდე გვარია. ოჯახში შემავალი სახეობები გავრცელებულია შავ, აზოვის, კასპიის, ბალტიისა და იაპონიის ზღვებში. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროებში ყველგანაა. ტოფობენ გაზაფხულ-ზაფხულში. დედალი ქვირითს ყრის მამლის გამოსაჩეკ კამერაში. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვთ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 377, თბ., 1984 წელი.