ძვლიანი თევზები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძვლიანი თევზები
Kardinalbarsch (Pterapogon kauderni) 01.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
ლათინური სახელი
Teleostei

ძვლიანი თევზები (ლათ. Teleostei) — თევზების ინფრაკლასი. აქვთ ძლიერი ჩონჩხი, ორმხრივ შეზნექილი მალები, ძლიერ გაძვალებული ქალა. მისი სხეულის სიგრძე 1 სმ (ზოგიერთი ღორჯო) — 5 მ (ლოქოები, ბარაკუდა, შიმშერი, თინუსი) აღწევს, დაფარულია ქერცლით ან ქიცვაკებითა და ძვლოვანი ფირფიტებით; ზოგი უქერცლოა. ამჟამად ძვლიანი თევზები გაერთიანებული არიან დაახლოებით 40 რიგში და თანამედროვე თევზების 90%-ზე მეტს შეადგენენ. ბინადრობენ ნებისმიერ წყალსატევში, სადაც კი შეუძლია თევზს არსებობა. ძვლიანი თევზები განსხვავებულსქესიანები არიან, მხოლოდ ზოგიერთია ჰერმაფროდიტი (ზღვის ქორჭილა Serranus-ის გვარისა). უმეტესობას ჩვეულებრივ ახასიათებს გარეგანი განაყოფიერება, ზოგს შინაგანი განაყოფიერება, ზოგი ცოცხლადმშობია (გამბუზიები, ქიცვიანი ზვიგენი, სკაროსი და სხვა). ძვლიანი თევზების ერთი ნაწილი იკვებება მცენარეულობით, სხვები — ცხოველებით. ზოგი სხვა თევზებზე პარაზიტობს. ძვლიან თევზებს განეკუთვნება სარეწაო თევზების ძირითადი ნაწილი და მსოფლიო ჭერის 98%-ზე მეტს შეადგენს.

ლიტერატურა[რედაქტირება]