შეშუპე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 298 კმ |
| აუზის ფართობი | 6100 კმ² |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ბალტიისპირეთის მთაგრეხილი |
| ჩაედინება | ნემანი |
| ქალაქები | კალვარია, კაპსუკასი, კუდირკოს-ნაუმესტისი, კრასნოზნამენსკი. |
შეშუპე (შეშუპა, შიაშუპე, ლიტვ. Šešupė) — მდინარე პოლონეთში, ლიტვასა და კალინინგრადის ოლქში (რფ) მდინარე ნიამუნასის მარცხენა შენაკადი. შეშუპეს მონაკვეთი კალინინგრადის ოლქსა და ლიტვას შორის საზღვარზე მდებარეობს.
ჰიდროგრაფია [რედაქტირება]
მდინარის სიგრძე — 298 კმ-ია (27 კმ პოლონეთის, 158 კმ — ლიტვის, 62 კმ — რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის, 51 კმ რუსეთ-ლიტვის საზღვარზე. აუზის ფართობი 6.100 კმ²-ია. სათავეს ბალტიისპირეთის მთაგრეხილიდან იღებს, ივსება შერეულად, მეტწილად წვიმით. წყლის საშულო დანაკარგი შენაკადიდან 43 კმ-ში — 33,2 მ³/წმ. იყინება ზამთრობით, ნოემბრის ბოლოდან იანვრამდე, ლღვება თებერვლის ბოლოდან ან მარტის დასაწყისიდან. შეშუპეზე გაშენებულია ქალაქები კალვარია, კაპსუკასი, კუდირკოს-ნაუმესტისი, კრასნოზნამენსკი (კალინინგრადის ოლქში).