მერკისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერკისი
Merkine Merkys.JPG
ქვეყნები ლიტვა, ბელორუსი,
სათავე ოშმიანის მაღლობი
სიგრძე 206 კმ
აუზის ფართობი 4440 კმ²

მერკისი (ასევე მიარკისი, ლიტვ. Merkys, ბელორ. Мяркіс, Мерычанка) — მდინარე ლიტვის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე ნიამუნასის მარჯვენა შენაკადი.

მდინარის სათავე ბელარუსში, ოშმიანის მაღლობზეა, ლიტვის საზღვართან. ერთვის მერკინეს დრუსკინინკაიადან 20 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით.

მდინარე ზემო და ქვემო დინებებში დაკლაკნილია, საერთო სიგრძე 206 კმ-ია, აქედან ლიტვის ტერიტორიაზე 190 კმ, აუზის ფართობით 4.440 კმ², წყლის დანაკარგი შესართავიდან 14 კილომეტრში 35,2 მ³/წმ, უმეტესი — 49,8 მ³/წმ-მდე.

მერკისის შევსება შერეულად ხდება, ძირითადად ნიადაგიდან. წყალდიდობა მარტიდან მაისამდე იცის. იყინება დეკემბერში, მარტში ყინულცურვა იწყება. ყინული მდინარეზე არამყარია.

მერკისი ხე-ტყის დასაცურებლად გამოიყენება, სამეურნეო დანიშნულების ნაოსნობა არ ფიქსირდება.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: