ნარსისო-კამპეროს პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | კოჩაბამბის დეპარტამენტი |
| მოიცავს | 3 მუნიციპალიტეტს, 10 კანტონს |
| ადმინისტრაციული ცენტრი | აიკილე |
| ოფიციალური ენები | კეჩუა, ესპანური |
| მოსახლეობა (2001) | 37 011 კაცი |
| სიმჭიდროვე | 6.7 კაცი/კმ² |
| რელიგია | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 5 550 კმ² |
| დროის სარტყელი | GMT -4 |
ნარსისო-კამპერო — პროვინცია ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. მდებარეობს ბოლივიის აღმოსავლეთ და დასავლეთ კორდილიერას შორის, სამი ქალაქის - სუკრეს, კოჩაბამბისა და სანტა-კრუს-დე-ლა-სიერის დამაკავშირებელ გზაზე. ესაზღვრება პოტოსის, ჩუკისაკისა და სანტა-კრუსის დეპარტამენტებს. მისი ფართობი 5 550 კმ²-ს შეადგენს.
2001 წლის მონაცემებით, პროვინციის მოსახლეობა 37 011 ადამიანს შეადგენდა.
1998 წლის 22 მაისს, პროვინციაში მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრემაც რიხტერის შკალით 6,6 ბალი შეადგინა. დაიღუპა 100 ადამიანი, ათასობით კი უსახლკაროდ დარჩა.
ნარსისო-კამპეროს პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ 10 კანტონად იყოფა. დედაქალაქია აიკილე.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- აიკილეს მიწისძვრა
- პროვინციის რუკა
- ბოლივიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი
- კოჩაბამბის პროვინციის სოციალური მონაცემები
/
|
|||||||