მისკეს პროვინცია
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | კოჩაბამბის დეპარტამენტი |
| მოიცავს | 3 მუნიციპალიტეტს, 10 კანტონს |
| ადმინ. ცენტრი | მისკე |
| მოსახლეობა (2005) | 41 062 |
| სიმჭიდროვე | 13.3 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 2 730 კმ² |
| სიმაღლე ზღვის დონიდან - საშუალო სიმაღლე |
2.730 მ |
| დროის სარტყელი | GMT -4 |
მისკე — პროვინცია ცენტრალურ ბოლივიაში, კოჩაბამბის დეპარტამენტში. მდებარეობს ბოლივიის აღმოსავლეთ და დასავლეთ კორდილიერას შორის, ზღვის დონიდან 2.730 მეტრზე. მისი ფართობი 2 730 კმ² -ია. სამხრეთ დასავლეთით ესაზღვრება პოტოსის დეპარტამენტს.
2005 წლის მონაცემებით, მისკეს მოსახლეობა 41 062 ადამიანს შეადგენდა, რომელთა უმრავლესობაც ადგილობრივი კეჩუას ხალხია.
პროვინციის მთავარ ეკონომიკურ საქმიანობას სოფლის მეურნეობა წარმოადგენს. ძირითადი კულტურებია კარტოფილი და სიმინდი. საშუალო წლიური ტემპერატურა 16 - 18 °C -ს შეადგენს.
მისკეს პროვინცია შედგება სამი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ 10 კანტონად იყოფა. დედაქალაქია მისკე.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Map of Mizque Province
- Education: Statistical Data of Mizque Municipality
- Education: Statistical Data of Vila Vila Municipality
- Education: Statistical Data of Alalay Municipality
- Mizque and Campero Province
|
|||||||