ნაირა გლუნჩაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გლუნჩაძე.
ნაირა გლუნჩაძე
დაბადების თარიღი 30 მარტი, 1955 (1955-03-30) (69 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ეროვნება ქართველები
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
საქმიანობა საოპერო მომღერალი

ნაირა ვახტანგის ასული გლუნჩაძე (დ. 30 მარტი, 1955, თბილისი) — ქართველი მომღერალი (სოპრანო). ტულუზის (საფრანგეთი) საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტი (1987), ბუსეტოს (იტალია) „ვერდის ხმების“ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (1992, I პრემია).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფ. გ. ქართველიშვილის კლასი). ამავე წელს ჩაირიცხა ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასში და გახდა წამყვანი სოლისტი. ასრულებდა ქართულ და უცხოურ ოპერების მთავარ პარტიებს: მარო და მარიხი (ზაქარია ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), ვიოლეტა და დეზდემონა (ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, „ოტელო“), ცერლინა (ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის „დონ ჟუანი“), მარგარიტა (შარლ გუნოს „ფაუსტი“), ტატიანა (პეტრე ჩაიკოვსკი „ევგენი ონეგინი“), ალინა (გაეტანო დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), მიმი და ლაურეტა (ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“, „ჯანი სკიკი“), ლეილა (ჟორჟ ბიზეს „მარგალიტის მაძიებლები“), ლუიზა და პრინცესა ნინეტა (სერგეი პროკოფიევის „დუენია“, „სამი ფორთოხლის სიყვარული“) და სხვ. გლუნჩაძის შესრულებისათვის დამახასიათებელია ნატიფი ლირიზმი, დახვეწილი გამომსახველობითი საშუალებები. ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას კამერული რეპერტუარით. გასტროლები გამართა საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში (საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია, იტალია, შვეიცარია). 1992-იდან მოღვაწეობს გერმანიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 49-50.
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – გვ. 112. თბ., 2015.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]