ნაგომრებისთავის სერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაგომრებისთავის სერიანტიკლინური დაბალი ქედი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ივრის ზეგნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 600 მ. აგებულია მეოტური და პონტოური კონგლომერატებით, თიხებისა და ქვიშაქვების შუაშრეებით. სამხრეთ-დასავლეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილო-აღმოსავლეთი — დამრეცი. შემოსილია სტეპის ბალახოვანი მცენარეულობითა და მეჩხერი ჯაგეკლიანი ბუჩქნარით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკლება დ., ქსე, ტ. 7, გვ. 284, თბ., 1984