მეტეორიტული რკინა
მეტეორიტული რკინა — პლანეტთშორისი სივრციდან დედამიწაზე ვარდნილი ლითონის სხეული, რკინისა და ნიკელის შემადგენლობით. რომელიც მეტეორული სხეულის ნარჩენია. მათთვის დამახასიათებელია გლუვშვერილებიანი კუთხოვანი ან კონუსური ფორმა, რომელსაც ატმოსფეროში მოძრაობისას იძენს.
რკინის მეტეორიტის გაპრიალებული და აზოტის ან სხვა რომელიმე მჟავათი დამუშავებული ზედაპირი რთულ ნახაზს უჩვენებს, რომელსაც ვიდმანშტეტენის ფიგურები ეწოდება. ამ ფიგურების წარმოშობა იმით აიხსნება, რომ ნიკელიანი რკინა შედგება ორი ფაზა-მინერალისაგან — კამასიტისა და ტენიტისაგან, რომლებზეც მომწამლელი მჟავა სხვადასხვანაირად მოქმედებს. კამასიტის ზოლები რვაწახნაგა ფიგურას — ოქტაედრს ქმნის. იშვიათია რკინის მეტეორიტი, რომელთა შიდა კრისტალური სტრუქტურა კუბსა გავს. მათ ჰექსაედრებს უწოდებენ. ასევე იშვიათია უნახატო რკინის მეტეორიტები (ატაქსიტები).
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 611, თბ., 1983 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „მეტეორიტული რკინა“ ვიკისაწყობში.- Meteorite articles, including discussions of iron meteorites, in Planetary Science Research Discoveries
- Iron Meteorite images from Meteorites Australia