მჟაუნა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მჟაუნა
Rumex acetosa cultivar 01.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ორლებნიანნი
რიგი: Caryophyllales
ოჯახი: მატიტელასებრნი
სახეობა: მჟაუნა
ლათინური სახელი
Rumex acetosa

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


მჟაუნა (Rumex acetosa), მრავალწლოვანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს სწორი ღერო, რომლის სიმაღლე 30-100 სმ აღწევს, მოგრძო ისრისები ფოთოლი და მუქი ყავისფერი პრიალა კაკლუჭა ნაყოფი. საქართველოში იზრდება ბუჩქნარებში, ნატყევარ მდელოებსა და ტყის პირებზე თითქმის სუბალპურ სარტყლამდე. საადრეო ბოსტნეულია, ფოთოლი შეიცავს მჟაუნმჟავას, A და C ვიტამინებს. მდიდარია რკინითა და კალიუმით. მჟაუნას ჯიშებიდან კულტურაშია ბელვილური, ოდესური 17, მაიკოპური 10 და ფართოფოთლიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • რობაქიძე თ., ქსე, ტ. 7, გვ. 161, თბ., 1984