მონების დიდი ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| მონების დიდი ტბა | |
|---|---|
| Grand lac des Esclaves | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 614 მ |
| აუზის ფართობი | 971,000 კმ² |
მონების დიდი ტბა (ფრანგ. Grand lac des Esclaves) — მეორე უდიდესი ტბა კანადის, ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაში, ტბა მდებარეობს კანადის უდიდესი დიდი დათვის ტბის სამხრეთით. დიდი მონების ტბას ფართობის მხრივ მსოფლიოში მეცხრე ადგილი უკავია. ტბის ზედაპირის ფართობი შეადგენს 28 930 კმ²-ს. აქედან გამოედინება მრავალი დიდი და მცირე მდინარე, მათგან აღსანიშნავია კანადის ყველაზე გრძელი მდინარე მაკენზი, დიდი მონების ტბიდან ასევე გამოედინება მდინარე ნევოლნიჩია. ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ადგილობრივი ინდიელები. პირველად დიდი მონების ტბა ინგლისურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა 1771 წელს.