მიუსერის ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიუსერის ნაკრძალინაკრძალი შავი ზღვის სანაპიროზე აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. შეიქმნა 1934 წელს შავიზღვისპირეთის ფლორისა და ფაუნის დაცვა-შენარჩუნების მიზნით. ფართობი 2300 ჰა, რელიეფი მთაგორიანია. ნაკრძალის 2254,6 ჰა დაფარულია ტყით. ტყის ძირითადი ჯიშებია ქართული მუხა, რცხილა, ცაცხვი, წიფელი, წაბლი; ქვეტყეში ხარობს ხისებრი მანანა, წვავი, შქერი, მინდი, ზღმარტლი, ზღვისპირა კლდოვან კომპლექსებზე გვხვდება ბიჭვინთის ფიჭვი, მდინარეთა ნაპირებს ფარავს ლაფანი და მურყანი, ლიანებიდან — კოლხური სურო და ეკალღიჭი. ნაკრძალში ხემარწყვა (ხმელთაშუაზღვისპირეთის ფლორის ელემენტი) ერთეულ ხეებადაა გავრცელებული.

ცხოველებიდან გვხვდება გარეული ღორი, შველი, კავკასიური ციყვი, ტელეუტერი ციყვი, კავკასიური კურდღელი, მგელი, მელა, ტურა, კვერნა და სხვა ცხოველები. ბევრია მგალობელი ფრინველი. მიუსერის ნაკრძალში შედის აგრეთვე კავაკლუკას შემაღლებაზე გავრცელებული ლიძავის მუხნარი, რომლის ფართობია 1319 ჰა. აქ ქართული მუხას ერევა ბიჭვინთის ფიჭვი, რცხილა, ჯაგრცხილა, ხისებრი მანანა, ხემარწყვა და სხვა მცენარეები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]