ეკალღიჭი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ეკალღიჭი | ||||
|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||
|
||||
| ლათინური სახელი | ||||
| Smilax excelsa | ||||
| დაცვის სტატუსი | ||||
ეკალღიჭი (Smilax excelsa), მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. ხვიარა ბუჩქი, რომლის გრძელი, მცოცავი ღეროები მაგარი, წვეტიანი ეკლებით არის დაფარული. ფოთოლი რკალძარღვიანია, ყუნწის ძირში ორი ულვაში აქვს, რომლითაც ეკალღიჭი საყრდენს ემაგრება. ორსახლიანია, ყვავილები მტევნისებრ ქოლგებად აქვს შეკრებილი. ნაყოფი წითელი კენკრაა. ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს ტყეებში, სადაც (განსაკუთრებით ჭალის ტყეებში) ძალიან მაღლა აქდის ხეებზე და იმგვარად იხლართება, რომ ხშირად ტყეს გაუვალს ხდის. ჩაის პლანტაციებში ეკალღიჭი სარეველაა. ნორჩ ყლორტებს მხალად ხმარობენ. სამკურნალოა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 4, გვ. 62, თბ., 1979
სტატიის