მინოსის კულტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინოსური კრეტა

მინოსის კულტურაბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. III-II ათასწლეულებში) მაღალგანვითარებული კულტურა კ. კრეტაზე, ეგეოსის კულტურის ერთ-ერთი ვარიანტი. აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა არტურ ევანზმა XIX საუკუნის ბოლოს. მინოსის კულტურა დაყო 3 პერიოდად: ადრეული, შუა და გვიანდელი. სახელი ეწოდა ლეგენდარული მეფის მინოსის სახელის მიხედვით. არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია ქალაქები, სასახლეები (კნოსოსი, აგია-ტრიადა, ფესტოსი, მალია), ნავსადგურები, სასოფლო დასახლებანი, ნეკროპოლისები. სასახლეებისა და კერძო პირების სახლების კედლები ფრესკებითა და რელიეფებით იყო შემკული. ნაპოვნია კერამიკა, სპილენძისა და ბრინჯაოს შრომისა და ბრძოლის იარაღი, ოქროს ძვირფასი ქვებისა და ფაიანსის სამკაული, ქვის, თიხის, ბრინჯაოსა და სპილოს ძვლის მცირე ზომის ქანდაკებანი. მინოსის კულტურამ აყვავებას მიაღწია დაახლოებით ძვ. წ. 1700 წლისათვის. მოსახლეობას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ძველ ეგვიპტესთან, სირიასთან, კვიპროსთან, ანატოლიასა და საბერძნეთთან. ცნობილია ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში პირველი იეროგლიფური წარწერები, ძვ. წ. 1600 წლიდან კი — ე. წ. ხაზოვანი დამწერლობა A. დაახლოებით ძვ. წ. 1470 წელს კრეტის ყველა ტაძარი დაინგრა, შესაძლებელია მიწისძვრის შედეგად.

ლიტერატურა[რედაქტირება]