მინდია ხითარიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მინდია ხითარიშვილი
Mindia Khitarishvili .jpg
მინდია ხითარიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 იანვარი 1973, ბათუმი
წარმოშობა დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი თანამედროვე კლასიკური
და ექსპერიმენტული მუსიკა,
ჯაზი, მუსიკა კინოსა და
თეატრისათვის.
საქმიანობა კომპოზიტორი
აქტიური 1991 - დღემდე
საიტი საიტი

მინდია ხითარიშვილი (დ. 1 იანვარი, 1973, ბათუმი) — ქართველი კომპოზიტორი, მუსიკათმცოდნე. ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის მუსიკალური ნაწილის გამგე, მუსიკალური პროდიუსერი.დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (პროფესორ ნოდარ მამისაშვილის საკომპოზიციო კლასი), საქართველოს ხელოვნების აკადემია. წლების მანძილზე მუშაობდა ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საესტრადო განყოფილების გამგედ, აჭარის ტელევიზიის მუსიკალურ რედაქტორად, ბათუმის ჰუმანიტარული ინსტიტუტის მუსიკისა და თეატრის ისტორიის კათედრის პედაგოგად. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას,ბათუმის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი) მუსიკის ფაკულტეტზე მიჰყავს თეორიულ დისციპლინათა კურსი.

შემოქმედება[რედაქტირება]

რეპეტიციის დროს.ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი

მინდია ხითარიშვილს ეკუთვნის შემდეგი ნაწარმოებები: როკ-ოპერები "დედამიწის დროით” (ლიბრეტო: ჯანსუღ ჩარკვიანის),"თავფარავნელის ბალადა" (ლიბრეტო: ირმა გურიელის) თამაზ ჭილაძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.(პრემიერა შედგა 2010 წლის დეკემბერში, ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში) დამდგმელი რეჟისორი:გიორგი(გოგა)თავაძე.კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები: კონცერტი ორი როიალის,სიმებიანისა და დასარტყამი საკრავებისათვის.(2007)კამერული სიმფონია ბარიტონისა და სიმებიანი ორკესტრისათვის.(2008) სიმებიანი კვარტეტი "ხმელი წიფელი” (ვაჟა-ფშაველას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით), ვოკალური ციკლი "ამღერებული სტრიქონები” (გალაქტიონ ტაბიძის ლექსებზე) საგუნდო ნაწარმოებები: შერეული გუნდისათვის "შენ სისხლო ჩემო” (ტექსტი: მუხრან მაჭავარიანის) "ელეგია”(ტექსტი: ილია ჭავჭავაძის), "ო, ენავ ჩემო”(ტექსტი:ირაკლი აბაშიძის) ქალთა გუნდისათვის "ლოცვა აღმაფრენის" (ტექსტი:ტერენტი გრანელის) ჯაზ-ქორალი (ტექსტი:ვახტანგ ჯავახაძის) საფორტეპიანო ნაწარმოებები: სონატა-ფანტაზია "ზარები", იმპროვიზაციები ვარიაციის ფორმაში,ექსპრომტი ხალხურ მოტივებზე,მუსიკალური მომენტი,მედიტაციური ფრაგმენტები.

მუსიკა კინოსა და თეატრისათვის[რედაქტირება]

როკ-ოპერა "თავფარავნელის ბალადა" პრემიერის შემდეგ

მინდია ხითარიშვილს ეკუთვნის მუსიკა მხატვრული და სატელევიზიო ფილმებისთვის: "ლეში” (რეჟისორი ვ.თოდუა), "მემედ აბაშიძე” (რეჟისორი ზ.ცინცქილაძე). მუსიკა თოჯინური და მოზარდ მაყურებელთა სპექტაკლებისათვის: "რწყილი და ჭიანჭველა”, "პეპი გრძელიწინდა”, "მგელი და შვიდი თიკანი”, "სინათლის ჩიტი” (რეჟისორი რევაზ ბაინაზიშვილი), "ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, "შაჰრაზადას ათას ერთი ღამის ზღაპარი”, "ნოეს კიდობანი” (რეჟისორი ეთერ თავართქილაძე), "წითელკანიანთა ბელადი” (რეჟისორი თამაზ ბოლქვაძე), "პატარა პინგვინების თავგადასავალი” (რეჟისორი გივი სარჩიმელიძე), "სამი გოჭი” (რეჟისორი გელა გელაძე), "ჩექმებიანი კატა" (რეჟისორი რეზო გელაძე) "მოკითხვა მაიმუნს”, "გენა და მისი მეგობრები”,"რკინის გული","ბრემენელი მუსიკოსები","არგონავტები" (რეჟისორი ზურაბ ცინცაძე),"წუნა და წრუწუნა","ურჩხული და მზეთუნახავი" (რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი),"ფერადი ნისლების სანაპირო" (რეჟისორი დავით მაცხონაშვილი) ბ.ბრეხტი "დედა კურაჟი და მისი შვილები" (რეჟისორი ზურაბ ცინცაძე)

მიღწევები[რედაქტირება]

მინდია ხითარიშვილი 1999 წლიდან არის აჭარის თეატრალური კავშირის წევრი, ხოლო 2002 წლიდან საქართველოს კომპოზიტორთა და ავტორთა კავშირის წევრია. 2003 წელს მინდია ხითარიშვილს მიენიჭა აჭარის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

2009 წლის 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მინდია ხითარიშვილი აჭარის თეატრალური საზოგადოების მიერ დაჯილდოვდა "წლის საუკეთესო ორიგინალური მუსიკის ავტორის" პრემიით, სპექტაკლისათვის "ბრემენელი მუსიკოსები" (რეჟისორი ზურაბ ცინცაძე)

2009 წელს მინდია ხითარიშვილი ვინიცის (უკრაინა) თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებისათვის სპექტაკლისათვის "არგონავტები" (ავტორი ნ. აბულაძე, რეჟისორი ზ. ცინცაძე)

2011 წელს, დაჯილდოვდა საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის საპატიო დიპლომიტა და პრემიით. როკ-ოპერის "თავფარავნელის ბალადა" შექმნისთვის.

2011 წელს, ვარნის(ბულგარეთი) XV საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე "ოქროს დელფინი", ნომინაციაში საუკეთესო ორიგინალური მუსიკა, დაჯილდოვდა დიპლომითა და პრემიით. სპექტაკლისათვის "არგონავტები" (რეჟისორი ზ.ცინცაძე)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]