მიაძაკი ჰაიაო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიაძაკი ჰაიაო
HayaoMiyazakiCCJuly09.jpg
დაიბადა 5 იანვარი, 1941 (1941-01-05) (73 წლის)
ბუნკიო, ტოკიო, იაპონია
პროფესია 1963–დღემდე
საქმიანობა კინორეჟისორი,
ანიმატორი,
სცენარების ავტორი,
მანგის მხატვარი
მეუღლე(ები) აკემი ოტა
შვილ(ებ)ი გორო მიაძაკი
კეისუკე მიაძაკი

მიაძაკი ჰაიაო (宮崎 駿) (დ. 5 იანვარი, 1941, ტოკიო) — იაპონელი რეჟისორი, ანიმატორი, მანგის მხატვარი, პროდიუსერი და სცენარისტი.

მიაძაკის ეკუთვნის მრავალი ანიმე-ფილმი და მანგა, რომლებიც დიდი წარმატებით სარგებლობდა იაპონიასა და აღმოსავლეთ აზიაში მრავალი წლის მანძილზე, თუმცა დასავლეთში ის ანიმაციური წრეების გარეთ თითქმის უცნობი იყო 1999 წლამდე, როდესაც მირამაქსმა მისი ფილმი „პრინცესა მონონოკე“ გამოუშვა. მიაძაკის ფილმი „აჩრდილწაღებული“ იაპონიის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ფილმი გახდა; „პრინცესა მონონოკესაც“ იგივე ტიტული ეჭირა მცირე ხნით იმავე წელს ეკრანებზე „ტიტანიკის“ გამოსვლამდე.

მიაძაკის ფილმებისთვის დამახასიათებელია განმეორებადი თემები, როგორიცაა ჰუმანიზმის ურთიერთქმედება ბუნებასა და ტექნოლოგიასთან, და ასევე პაციფისტური ეთიკის შენარჩუნების სიძნელეები. მისი ფილმების მთავარი გმირები ხშრად ძლიერი, დამოუკიდებელი გონონები ან ახალგაზრდა ქალები არიან. ბოროტი ძალები ხშირად ბუნდოვანი ხახიათებითა და ცვალებადი თვისებებით გამოირჩევიან. ფილმების სერიაში ფიგურირებენ - ავიამეკობრეები, ხშირად ჩნდებიან კომიკური მოხუცი ქალები.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მიაძაკი, რიგით მეორე ოთხი ძმიდან, დაიბადა აკებონო-ჩოში, ტოკიოს ერთ-ერთ უბანში. მეორე მსოფლიო ომის დროს მისი მამა, კატსუი იყო მიაძაკის თვითმფრინავის პილოტი, რომელსაც მისი ძმა ფლობდა. თვითმფრინავი გამოიყენებოდა საბრძოლო მიზნებისთვის. აღსანიშნავია, რომ პატარაობისას ჰაიო ხატავდა ამ და სხვა თვითმფრინავებზე და სწორედ თვითმფრინავების თემა მოგვიანებით იქცა მისი ფილმების მოტივებად.

ჰაიაოს დედა ხშირად ეჭვქვეშ აყენებდა სოციალურად დამკვიდრებულ ნორმებს. მიაძაკის თქმით, სკეპტიკური აზროვნება მან დედისგან მიიღო. 1947-1955 წლებში დედამისი ებრძოდა ტუბერკულიოზს და ოჯახი ამ პერიოდში ხშირად მოგზაურობდა.

ტოიოტამას უმაღლეს სკოლაში, მესამე წელს მან ჰაიაომ იხილა ფილმი თეთრი გველის ამბავი, რომელსაც უწოდებდნენ პირველ იაპონურ ფერად ანიმეს. მისი დაინტერესება ანიმაციით სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა და მან დაიწყო ადამიანის ფიგურის შესწავლა, რათა ანიმატორად ქცეულიყო.

სკოლის შემდეგ მიაძაკი სწავლობდა გაკუსუინის უნივერსიტეტში, რომელიც მან 1963 წელს დაასრულა. ოფიციალურად მან შეისწავლა პოლიტიკა და ეკონომიკა. იმ პერიოდში იგი იყო საბავშვო ლიტერატურის კლუბის წევრი - ეს დაახლოებით იგივე იყო რაც დღეს - კომიქსების მოყვარულთა კლუბი.[1]

1963 წლის აპრილში მან დაიწყო მუშაობა კომპანიაში Toei Animation. იგი ხატავდა ფაზებს ანიმესთვის მოდარაჯე ძაღლი ბაუ ვაუ. იგი ასევე ჩაება კომპანიაში მომხდარ კამათში.[2]

1965 წელს იგი დაქორწინდა თანამშრომელზე, აკემი ოტაზე, რომლისგანაც მას ეყოლა ორი ვაჟი - გორო და კეისუკე. გორო ამჟამად უკვე ანიმატორია და სწორედ მას ეკუთვნის ისტორიები მიწისზღვიდან. კეისუკე კი ხის მოხატვის შესანიშნავი ოსტატია და მან მოამზადა გრავიურები ფილმისთვის თუ უკეთ მოუსმენ.

ფილმები[რედაქტირება]

ადრეული პერიოდი და Toei Animation[რედაქტირება]

სიტა და პაზუ ფილმიდან ლაპუტა: ციური კოშკი

თავდაპირველად მიაძაკი ყველაზე ცნობილი გახდა ტოეის ანიმაციურ ფილმზე გულივერის მოგზაურობა მთვარის მიღმა მუშაობით. ფილმის თავდაპირველი ფინალი მას არ მოსწონდა და რეჟისორს შესთავაზა საკუთარი დაბოლოება, რაც გამოყენებული იქნა.

მოგვიანებით მან დიდი როლი შეასრულა კომპანიის ფილმში ჰოლსი: მზის პრინცი (1968) - იგი იყო მთავარი ანიმატორი, ფონების მხატვარი და სცენების დიზაინერი. ფილმის რეჟისორი იყო ისაო ტაკაჰატა, რომელთანაც იგი შემდეგ წლებშიც თანამშრომლობდა. შემდეგ იყო კიმიო იაბუკის ჩექმებიანი კატა (1969) - მიაძაკი აქ არა მხოლოდ მთავარი ანიმატორი, არამედ კადრირების, დიზაინის, მთავარი სცენების დადგმის ავტორიც იყო. ამის შემდეგ მის ფილმოგრაფიას დაემატა ცნობილი ფილმი მფრინავი გემი-მოჩვენება, რომელშიც საბრძოლო ტანკები ქალაქში შედიოდნენ და მას სწორედ ამ სცენებზე მუშაობა დაევალა. 1971 წელს იგი მუშაობდა ფილმებზე ცხოველების განძთა კუნძული და ალი ბაბა და 40 ყაჩაღი.

ტოეი მიაძაკიმ დატოვა 1971 წელს და გადავიდა კომპანიაში A Pro. იქ მან იმუშავა ლუპენ III-ის ექვს ეპიზოდზე (ისაო ტაკაჰატასთან ერთად). შემდეგი უნდა ყოფილიყო პეპი გრძელიწინდა, მაგრამ შვედეთში მოგზაურობისას და ასტრიდ ლინდგრენთან კონტაქტის ძიებისას პროექტი შეჩერდა, რადგანაც მათ უარი უთხრეს წიგნის ეკრანიზაციაზე.

ჰაიაოს საავტორო, ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი სერიიდან პანდა! მიდი, პანდა! ტაკაჰატას რეჟისორული ხელმძღვანელობით იქნა გადაღებული. 1979 წელს მიაძაკიმ დატოვა კიდევ ერთი კომპანია, რომელშიც იგი მუშაობდა - Nippon Animation. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მიმდინარეობდა მუშაობა კომპანიის მორიგ ფილმზე. ჰაიაო პირად ფილმოგრაფიას დაუბრუნდა და სწორედ მისთვის დაიწყო პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე კალიოსტროს სასახლე მუშაობა (1979).

კიკი და მისი კატა ძიძი ფილმიდან კიკის საფოსტო სერვისი

გარღვევა და „აჩრდილწაღებული“[რედაქტირება]

მიაძაკის შემდეგი ფილმი, ნაუსიკაა ქარების ხეობიდან (1984) ანიმეში მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცა. ეს არის სათავგადასავლო ჟანრის ფილმი, რომელშიც მიაძაკიმ წინა პლანზე წამოაყენა უფრო გვიანდელ ნამუშევრებში გამოჩენილი რამდენიმე თემა: ეკოლოგია, თვითმფრინავები და სხვადასხვა ტიპის უარყოფითი გმირი. ეს იყო პირველი ფილმი, რომლის სცენარიც და რეჟისურაც მიაძაკის ეკუთვნოდა. ორი წლით ადრე დახატული მანგას კომიქსებიდან მან სცადა ამ ისტორიის ფილმად გადაქცევა, კომიქსები კი კვლავ გამოუცემელი იყო.

ამ ფილმის წარმატების შემდეგ, 1985 წელს, ტაკაჰატასთან ერთად ჰაიაომ ჩამოაყალიბა სტუდია ღიბლი. მისი ყველა შემდგომი ფილმი ამ კომპანიის მეშვეობით გამოვიდა.[3]

მიაძაკის შემდეგი სამი ფილმი ასევე იქცა მის საფირმო ნიშნად. პირველი იყო ლაპუტა: ციური კოშკი (1986) - ისტორია ორ მოზარდზე, რომელიც ეძებს მფრინავ კუნძულს. შემდეგი იყო ჩემი მეზობელი ტოტორო (1988)- ორ გოგონაზე, რომელიც ტყის სულებს უმეგობრდება. მესამე, კიკის საფოსტო სერვისი, ეიკო კადონოს ნაწარმოების ეკრანიზაცია, გოგონაზე, რომელიც ქალაქში მიემგზავრება და სურს ალქაჯის ხელოვნების დაუფლება, მაყურებელმა არანაკლებ დიდი ინტერესით მიიღო. სამივე ფილმში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ფრენის თემას და ეს შემდეგ ფილმშიც გაგრძელდა.

ალისფერი ღორი (1992) საინტერესო იყო იმით, რომ მთავარი გმირი აბსოლუტურად განსხვავდებოდა ყველა წინა ფილმის გმირისგან. ეს იყო ასაკოვანი მამაკაცი, რომელიც ანტი-მუსოლინისტური რეჟიმის წარმომადგენელს უფრო ჰგავდა. იგი, ღორად ქცეული, ცხოვრობს 1920-იანი წლების იტალიაში და ებრძვის მფრინავ მეკობრეებს.

1997 წელს გამოვიდა მნიშვნელოვანი ნამუშევარი პრინცესა მონონოკე. ამ ფილმით მიაძაკიმ კვლავ წამოწია ეკოლოგიის, ადამიანის ბუნებასთან შეჯიბრის თემა, რაც უკვე ჟღერდა ფილმში ნაუსიკაა ქარების მდელოდან. ამ ფილმში ცხოველების სულები ებრძვიან ადამიანებს, რომლებიც ტყის გასანადგურებლად იყენებენ ინდუსტრიის უკანასკნელ მიღწევებს. იაპონიაში ფილმს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად და ფილმამდე ტიტანიკი იგი იაპონიაში იყო ყველა დროის ყველაზე წარმატებული კინონამუშევარი.

მიაძაკიმ დროებით დატოვა სტუდია.[4] Tokuma Shoten merged with Studio Ghibli that June.[3] მცირე პაუზის პერიოდში მან მოიგონა ისტორია გოგონაზე, რომელიც სულების ქალაქში მოხვდება. ეს იქცა აჩრდილწაღებულის იდეად, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვოდა ჰაიაოს მეგობრის შვილებს - სწორედ მათი გავლენით შეიქმნა ეს ისტორია. ფილმი გამოვიდა 2001 წელს და იქცა ნამდვილ სენსაციად - როგორც კომერციული წარმატების, ასევე მხატვრული ღირებულების მხრივ. მან მიიღო რამდენიმე ცნობილი პრიზი, მათ შორის - 2002 წლის ოსკარი საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის. იგი ითვლება 2000-იანების ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად.[5]

2000-იანები[რედაქტირება]

კადრი ფილმიდან ჰაულის მოძრავი სასახლე

2004 წლის ივლისში დასრულდა მუშაობა ფილმზე ჰაულის მოძრავი სასახლე, რომელიც გადაღებული იქნა დაიანა უინ ჯონსის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით. მიაძაკი საბოლოოდ დაბრუნდა სტუდიაში რეჟისორ მამორუ ჰოსოდას წასვლის შემდეგ. ფილმის პრემიერა შედგა 2004 წლის ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში და ფილმს მოუტანა ოქროს ოსელას ჯილდო, ანიმაციის ტექნოლოგიის მხრივ. იმავე წლის 4 ნოემბერს შედგა მისი პრემიერა ფართო მაყურებლისთვის და პირველი ორი დღის განმავლობაში ფილმმა მიაძაკის სტუდიას 1.4 ბილიონი იენი მოუტანა. უფრო მოგვიანებით, აშშ-ში, უოლტ დისნეის კომპანიის პროდიუსერობით გამოვიდა ფილმის ინგლისურენოვანი ვერსია.

2005 წელს ვენეციის კინოფესტივალის ცერემონიაზე მიაძაკიმ მიიღო სპეციალური პრიზი, ანიმაციაში წვლილის შეტანისთვის. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მისი შემდეგი ფილმი იქნებოდა „მე ჩემი პატარა ბიჭი დავკარგე“, რომელსაც საბოლოოდ ეწოდა პონიო კლდეზე ზღვასთან.[6]

2006 წელს გორო მიაძაკიმ, ჰაიაოს შვილმა, გამოუშვა თავისი პირველი ფილმი ისტორიები ხმელეთზღვიდან, რომელიც ეფუძნება ურსულა ლე გუინის ამავე სახელწოდების ფენტეზის ჟანრის ეპოპეას. ეს დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტი იყო, რომელმაც მცირე ბზარი შეიტანა გოროსა და მისი მამის ურთიერთობაში - ჰაიაოს თავად სურდა რეჟისორის სახით მუშაობა და თვლიდა, რომ გორო ჯერ მზად არ არის ასეთი ნაბიჯისთვის. ფილმის გადაღებისას მამა-შვილი ერთმანეთს არ ესაუბრებოდნენ,[7] მიუხედავად იმისა, რომ ჰაიაომ იმუშავა ფილმის ფონების მხატვრად.

2006 წელს საიტის Nausicaa.net მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ჰაიაო ახალ ფილმზე მუშაობდა და მასში გამოყენებული იქნებოდა მისთვის უჩვეულო ვიზუალური მეთოდები. 2007 წელს გამოცხადდა, რომ ეს იქნებოდა პონიო კლდეზე[8], დაფუძნებული ჰანს კრისტიან ანდერსენისა და იაპონური ხალხური თქმულებების მოტივებზე. ფილმში მოთხრობილია ხუთი წლის ბიჭუნასა და ოქროს თევზზე, რომელსაც სურს ადამიანად ქცევა. ისტორიის დიდი ნაწილი ვითარდება ზღვაში და არ იყენებს კომპიუტერულ ეფექტებს, განსხვავებით ჰაიაოს წინა ნამუშევრებისგან. ფილმი გამოვიდა 2008 წელს.

მსესხებელი არიეტი, მიაძაკის მონაწილეობით შექმნილი შემდეგი მნიშვნელოვანი ნაშრომი, წარმოადგენს ჰირომასა იონებაიაშის სარეჟისორო ნამუშევარს. ჰაიაოს ეკუთვნის ფილმის სცენარი და წარმოების დაგეგმვა.

გორო მიაძაკის შემდეგი ფილმი, ყაყაჩოების ბორცვიდან, გამოვიდა 2011 წელს. მასში მოთხრობილია 1963 წელს იოკოჰამასთან განვითარებული მოვლენები - სკოლა, სადაც გოგონა იუმი სწავლობს, დანგრევას ექვემდებარება და მოსწავლეები ერთობლივი ძალებით ცდილობენ მის გადარჩენას. ჰაიაო მიაძაკის ეკუთვნის ფილმის სცენარი.

ჰაიაო მიაძაკის შემდეგი საავტორო ფილმი, ქარი მატულობს, გამოვა 2013 წლის 20 ივლისს.[9] მასში გადმოტანილი იქნება მიაძაკის მანგა, რომელიც ჟურნალმა Model Graphix 2009 წელს დაბეჭდა. ფილმში ასახულია იაპონელ კონსტრუქტორ ძირო ჰორიკოსის ამბავი (რომელიც ცნობილია Mitsubishi A6M Zero-ის შექმნით). მოთხრობის წყაროს აგრეთვე წარმოადგენს ტაცუო ჰორის მოთხრობა „ქარი მატულობს“, რომელიც 1936-1937 წლებში დაიწერა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რეჟისორი, სცენარისტი და კადრირების ავტორი[რედაქტირება]

მოკლემეტრაჟიანი ფილმები[რედაქტირება]

სხვა ნამუშევრები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. http://www.nausicaa.net/miyazaki/miyazaki/miyazaki_biography.txt
  2. McCarthy, Helen (1999-09-01). Hayao Miyazaki: Master of Japanese Animation. United States: Stone Bridge Press. ISBN 1-880656-41-8. 
  3. 3.0 3.1 Matsutani, Minoru. (September 30, 2008)Japan's greatest film director?. Japan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან July 24, 2012-ში. წაკითხვის თარიღი: November 21, 2012.
  4. Tasker, Yvonne (2011). Fifty Contemporary Film Directors. London: Routledge, გვ. 292–293. 
  5. Film Critics Pick the Best Movies of the Decade. Metacritic (January 3, 2010). წაკითხვის თარიღი: September 4, 2012.
  6. http://www.ghibliworld.com/news.html#1903
  7. Coranto Archive: July 3, 2006 Hayao Miyazaki's Surprise Visit. Nausicaa.net (2006-07-03). წაკითხვის თარიღი: 2007-02-19.
  8. Ghibli World (2007-03-19). წაკითხვის თარიღი: 2007-03-19.
  9. ジブリ新作2本!宮崎駿監督「風立ちぬ」と高畑勲監督「かぐや姫の物語」 (Japanese). Eiga.com (December 13, 2012). წაკითხვის თარიღი: March 9, 2012.