მეცნიერება და ტექნოლოგია პაკისტანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუჰამედ აბდუს სალამი - მუსლიმური სამყაროს ნობელის პრემიის მფლობელი მეორე მეცნიერი

მეცნიერება და ტექნოლოგია პაკისტანში—მზარდი არეალია და  ქვეყნის დაარსების დღიდან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მის განვითარებაში. პაკისტანი  საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება, განსაკუთრებით ბირთვული ტექნოლოგიის სფეროში.

პაკისტანს ჰყავს ბევრი მოწინავე მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი და ტექნიკოსი, რომლებიც აქტიურად მოღვაწეობენ  სხვადასხვა სფეროში. ლიაკატ ალი ხანმა პაკისტანის პირველმა პრემიერ მინისტრმა (თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი. 1947 წლის 15 აგვისტოდან - 1951 წლის 16 ოქტომბ.), განახორციელა სხვადასხვა რეფორმები უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების გაუმჯობესებისათვის.[1]

მეცნიერების რეალური აღმასვლა  პაკისტანში 2002 წელს უმაღლესი განათლების კომისიის შექმნის შემდეგ მოხდა, რომელმაც მეცნიერებს დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა და ასევე გახდა პაკისტანის მეცნიერებათა აკადემიის მთავარი სპონსორი პროფესორ ატა-ურ-რაჰმანის ხელმძღვანელობით.[2][3][4]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

HEJ ქიმიის კვლევითი ინსტიტუტი

აღმავლობის პერიოდი ბირთვული ტექნოლოგიის განვითარების კუთხით ქვეყანაში 1980 წლიდან დაიწყო ,როდესაც ატომური ენერგიის კომისიამ შეიმუშავა ბირთვული ენერგიის დანადგარები კვლევითი პროგრამების და ელექტროენერგიის წარმოებისათვის. სამეურნეო კვლევის სამმა ბირთვულმა ცენტრმა გამოიყენა ბირთვული ტექნიკა მოსავლის ჯიშების გასაუმჯობესებლად. ექვსი ბირთვული სამედიცინო ცენტრი უზრუნველყოფს პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რადიოიზოტოპები იწარმოება ურანის მარაგების საკუთარი რესურსების ხარჯზე. 1998 წლის მაისში პაკისტანმა გამოსცადა ბირთვული იარაღი ქალაქ ჩაგაის მახლობლად მდებარე უდაბნოში, იმავე თვის დასაწყისში ინდოეთის მიერ ჩატარებული ბირთვული იარაღის გამოცდის საპასუხოდ. ხუთი ბირთვული ბომბი აფეთქდა 28-დან 30 მაისამდე.1980 წელს დაარსებულმა კარაჩის საექსპორტო გადამამუშავებელმა ზონამ მოიზიდა უცხოური ინვესტიციები მოწინავე ტექნოლოგიებში. კიდევ ერთი ზონა შეიქმნა ლაჰორში. ამჟამად, მათ საქმიანობას შეადგენს კომპიუტერული  პროგრამების შემუშავება  და დეტალების წარმოება, ტელევიზორების და სხვა, ელექტრონული ტექნიკისა და ნაკეთობების აწყობა.[5][6][7][8]

ფანჯვანის მოლეკულური მედიცინისა და მედიკამენტების კვლევითი ცენტრი
ბიოტექნოლოგიისა და გენეტიკური ინჟინერიის ეროვნული ინსტიტუტი, ფაისალაბადი, პაკისტანი.

პაკისტანი კოსმოსის ათვისებას ნაჩქარევად შეუდგა.   1990 წელს ჩაუშვა Badr-1, ხოლო 2001 წელს - Badr-II. 1980-იანი წლებიდან კოსმოსური პროგრამა ეძღვნება სამხედრო ტექნოლოგიის განვითარებას (კოსმოსური შეიარაღების პროგრამა და ინტეგრირებული სარაკეტო სისტემები).

პაკისტანი არის CERN– ის ასოცირებული წევრი,  იგი ერთ – ერთია იმ რამდენიმე ქვეყნიდან, ვინც  ეს სტატუსი მიიღო.

სამეცნიერო საზოგადოებებში შედის პაკისტანის მეცნიერებათა აკადემია (დაარსდა 1953 წელს ისლამაბადში), პაკისტანის ასოციაცია მეცნიერების განვითარებისათვის (დაარსდა 1947 წელს ლაჰორში) და პაკისტანის სამეცნიერო საზოგადოება (დაარსდა 1954 წელს კარაჩიში).[9][10]

პაკისტანის მეცნიერებისა და ტექნიკის საბჭო მთავრობის მთავარი საკონსულტაციო ორგანოა. პაკისტანის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევების საბჭო, პაკისტანის სამედიცინო კვლევითი საბჭო და პაკისტანის სასოფლო-სამეურნეო საბჭოს საქმიანობა — ხელს უწყობენ სამეცნიერო კვლევების განვითარებას შესაბამის სფეროებში. 1987-97 წლებში პაკისტანში მეცნიერებაზე დახარჯული იყო მშპ-ს 0.92%. 1990-იან წლებში პაკისტანს ყოველ ერთ მილიონ ადამიანზე  ჰყავდა 72 მეცნიერი, ინჟინერი და 13  ტექნიკოსი, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწეოდნენ. 1996 წელს პაკისტანში იყო  28 უნივერსიტეტი და კოლეჯი, სადაც  ფუნქციონირებდა საბაზო და გამოყენებითი მეცნიერებების კურსები. 1987-97 წლებში, მეცნიერებისა და ტექნიკის ფაკულტეტებზე, სტუდენტებისა და კოლეჯების სტუდენტების 32% სწავლობდა.[11][12][13][14][15]

ეროვნული ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესორი ატა-ურ-რაჰმანი იღებს იუნესკოს სამეცნიერო პრემიას მეცნიერების მსოფლიო კონგრესზე ბუდაპეშტში, უნგრეთი (1999)

მთავრობის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო სამეცნიერო და ტექნიკურ მიღწევებში არის  Nishan-e-Imtiaz ( ("ბრწყინვალების ორდენი"). პაკისტანის სამოქალაქო საზოგადოებაში  მნიშვნელოვან და  უნიკალურ როლს ასრულებს ჯილდოები: Hilal-i-Imtiaz, „შესრულების სიამაყე“, Sitara-i-Imtiaz და  Tamgha-e-Imtiaz  ატა-ურ-რაჰმანი ერთადერთი მეცნიერია პაკისტანიდან, რომელმაც მიიღო ოთხივე ხსენებული სამოქალაქო ჯილდო.[4]

კარაჩის საუნივერსიტეტო ობსერვატორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასტრონომიული ობსერვატორია, რომელიც დაარსდა 1995 წელს პაკისტანში, კარაჩიში, ყარაჩინის უნივერსიტეტის კამპუსში, ზღვის დონიდან 5000 მეტრ სიმაღლეზე, რაც ობსერვატორიაში რენტგენის და გამა ტელესკოპების გამოყენების საშუალებას იძლევა. ობსერვატორიას მართავს კოსმოსური კვლევებისა და პლანეტარული ასტროფიზიკის ინსტიტუტი. პაკისტანში განათლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში და კულტურაში. კარაჩის უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება პაკისტანში, მდებარეობს სინდის პროვინციაში, ქალაქ კარაჩიში.[16]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Higher Education Reform in Pakistan". December 2007.
  2. "Pakistan at a crossroads".
  3. Science and Technology in Pakistan
  4. 4.0 4.1 Bianco, Armandodoriano (2013). "Natural Product Research special issue dedicated to Professor Atta-ur-Rahman on the occasion of his 70th birthday". Natural Product Research. 27 (4–5): 297. doi:10.1080/14786419.2013.766048. S2CID 96991398[მკვდარი ბმული].
  5. "INTEL ICT Programs in Pakistan". 21 January 2010.
  6. "Pakistan-US Science and Technology Cooperation Program". 5 January 2015. Retrieved 14 January 2015.
  7. Pak threat to Indian science, Hindustan Times, 23 July 2006, retrieved 19 March 2012
  8. (MH), Ministry of Health (Pakistan). "Ministry of Health". Government of Pakistan and the Ministry of Health of Pakistan. Directorate for the Electronic Government (DEG) and the Directorate for the Health Research and Public Research and Development (HERPURD).
  9. https://www.sciencedirect.com/journal/fitoterapia/vol/83/issue/8
  10. https://www.arkat-usa.org/arkivoc-journal/browse-arkivoc/2007/7/
  11. PAS, Pakistan Academy of Science. "Introduction". PAS Press Directorate. Directorate for the Information and Public Press of the Pakistan Academy of Sciences (PAS).
  12. Information technology in Pakistan
  13. Nakandala, Dilupa; Malik, Ammar A. (2015). South Asia. In UNESCO Science Report: towards 2030 (PDF). Paris: UNESCO. pp. 567–597. ISBN 978-92-3-100129-1.
  14. https://www.eurekaselect.com/103065/article
  15. "Pakistan's International Centre for Chemical and Biological Sciences placed under the auspices of UNESCO | United Nations Educational, Scientific and Cultural Organization".
  16. Jamal, Meera (June 25, 2007) "Karachi: Observatory low on govt's list of priorities Dawn News, retrieved 31 December 2009